ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
marine |
Nov 2 2017, 10:48 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დღეს, როცა უზნეობა მძლავროს, როცა ცდილობენ ქალწულება დააკნინონ, ვფიქრობ, ამ თემის გახსნა დროულია (თუ უკვე დაგვიანებული არ არის)...
„ეგნატე ღმერთშემოსილი ფილადელფიელთა მიმართ ეპისტოლეში მელქისედეკის შესახებ წერს: „რადგანაც იგი იყო მეფეც და მღვდელმთავარიც, და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწული, ამიტომ იყო ძე ღმრთისას, მეფისა და მღვდელმთავრის, ქალწულებისა და სისუფთავის წყაროს, ქალწულთა სასიძოს წინასახე“. "პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 27 2018, 08:22 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზადონში მოღვაწეობდა ცნობილი მოსაგრე გიორგი, ის მალევე მიხვდა სოფლის ამაოებას, წავიდა მონასტერში, მაგრამ ესეც არ იყო მისთვის საკმარისი, მან დაყუდებაში განვლო ცხოვრება.
ერისკაცობისას წმინდა სიყვარულით უყვარდა ერთი გოგონა, და მისი სახე ხშირად ედგა თვალწინ და სულის სიმშვიდეს უკარგავდა. ერთხელ იგრძნო ბრძოლისას უძლურება, წამოიძახა: - უფალო! თუ ეს ჩემი ჯვარია, მომეცი მისი ტვირთვის ძალა, თუ არადა, აღხოცე იგი ჩემი მეხსიერებიდანო. უფალმა ისმინა მისი და იმავე ღამეს ძილში ოქროსფერი სამოსით მოსილი უმშვენიერესი ქალწული ეჩვენა. მის მზერაში იმდენი არამიწიერი დიდებულება და ანგელოზებრივი სიწმინდე ჩანდა, რომ გიორგიმ თვალის მოშორება ვერ შეძლო და კეთილმოკრძალებით ჰკითხა, - ვინ ხარ და რა გქვიაო. "ჩემი სახელი უბიწოებაა", - უთხრა ქალწულმა და ხილვაც გაქრა. გონს მოსულმა მოღვაწემ მადლობა შესწირა უფალს გულისხმისყოფისთვის. ძილში ნანახი სახე კი ისე ჩაებეჭდა გონებაში, რომ მან სრულიად განაძევა იქიდან ყველა სხვა სახე." "ქალწულებასა და უბიწოებას ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს. ამიტომ, სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც რომ გახდეს საჭირო, ქალწულება თვალის ჩინივით დაიცავით. მის შესანარჩუნებლად მუდმივად ამბობდეთ იესოს ლოცვას და მოერიდეთ ცოდვის მიზეზებს: გაუფრთხილდით საკუთარ თვალებს." "ომიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ რუს საერო პირს, ნიკოლოზს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენ მარტო იმიტომ გადარჩი ომში, რომ არასოდეს აჰყოლილხარ უხამს და ბილწ გულისთქმებს და არ გაგიზიარებია მეძავის სარეცელიო. ამის მერე ნიკოლოზმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და ქალწულების აღთქმა სიკვდილამდე არ დაურღვევია. ამ გამოცხადებამ მას ნათლად დაანახა და აგრძნობინა, თუ რა არის სათნო უფლისათვის და რა - არა." "რა მშვენიერია: ანგელოზები უკრძალველობისათვის ზეციდან ამა ქვეყნად გარდამოცვივნენ, ქალწულნი კი უბიწოებისათვის ამა ქვეყნიდან ზეცად გადასახლდნენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი