სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| მარიამი |
Apr 21 2007, 12:39 AM
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
გაგრძელება ლატერანის წმ. იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა (San Giovanni in Laterano) ![]() ლატერანის წმ. იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა პირველი დიდი საკულტო ნაგებობაა, რომელიც ქალაქის გალავნის შიგნით ააგო იმპერატორმა კონსტანტინემ, რომელიც 313 წ. გამოცემული მილანის ედიქტით ქრისტიანებს რწმენის თავისუფლებას ანიჭებდა. ლატერანების ოჯახის საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ეს ადგილი კონსტანტინემ გამოირჩია, როგორც მისი პირადი საკუთრება (მართლაც, აქ იდგა იმპერატორის პირადი დაცვის ყაზარმა - equites singulares), როგორც ფორუმიდან და დიდი წარმართული ტაძრებიდან მოშორებული ადგილი, რომელიც არაქრისტიანებს ნაკლებად დააბრკოლებდა. ბაზილიკა დგას უფრო ადრინდელი ნაგებობების, მათ შორის, ყაზარმის ადგილზე. მისი მშენებლობა დაიწყო 313-314 წლებს შორის პაპი მილკიადეს (311-313) ან სილიბისტროს (313-335) დროს მაცხოვრის სახელზე. წმ. იოანე ნათლისმცემლის და წმ. იოანე მახარებლის სახელი მოგვიანებით, გრიგოლ დიდის დროს (590-604) ეწოდა. ჩრდილოეთის უბანში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, აღიმართა საპატრიარქო, რომის ეპისკოპოსის, ანუ პაპის რეზიდენცია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით, აფსიდის უკან - სანათლავი, ერთადერთი შენობა, რომელიც კონსტანტინეს დროიდან შემორჩა. აქ წელიწადში ერთხელ, აღდგომას, პაპი ნათლობის საიდუმლოს აღასრულებდა. ბაზილიკის დღევანდელი სახე არ შეესაბამება პირვანდელს, ადრექრისტიანულს, მიუხედავად იმისა, რომ ბორომინის მიერ 1646-1650 წ.წ. ბაროკოს სტილში შესრულებული ნავების რეკონსტრუქცია არსებითად იმეორებს კონსტანტინესეული ბაზილიკის პროპორციებს, ასევე სივრცის დანაწევრებისა და შუქის განაწილების პრინციპს. პირვანდელ ბაზილიკას ისევე, როგორც დღევანდელს, ხუთნავიანი ბაზილიკის გეგმა ჰქონდა. ცენტრალური ნავი მთავრდებოდა ფართოფანჯრებიანი, ნახევრადწრიული ფორმის ღრმა აფსიდით და განაპირა ნავებიდან იგი გამოყოფილი იყო წითელი გრანიტის არქიტრავულად დაკავშირებული 19 სვეტის რიგით. შუქი შემოდიოდა თაღოვან საყრდენებზე მოთავსებული ოთხკუთხა სარკმლებიდან. შიდა ნავები უფრო დაბალი იყო და ნახევარწრიული ფორმის სარკმლებით ნათდებოდა. განაპირა ნავებისგან მათ ყოფდა მაღალ ბაზისიანი და თაღებით დაკავშირებული ძველებური მწვანე მარმარილოს 21 სვეტი. განაპირა ნავები უფრო დაბალი და ნაკლებ განათებული, მთავრდებოდა ორი მცირე ზომის განყოფილებით, რომლებიც ნაწილობრივ ექსტერიერში გადიოდა და ქმნიდნენ ერთგვარ ტრანსეპტულ ნავს (სურ. 6). ბაზილიკის კედლები, სავარაუდოდ, მარმარილოთი იყო მოპირკეთებული და მოხატული ფანჯრების სიმაღლეზე. ცენტრალური ნავის იატაკი ძველებური ყვითელი მარმარილოთი იყო დაფარული, აფსიდის კონქი კი - ფურცლოვანი ოქროთი. კონსტანტინეს დროინდელი საპატრიარქოს კვალი მიწის ზედაპირზე შემორჩენილი არ არის. დღევანდელი ლატერანის სასახლე სიქსტე V დროით თარიღდება (1585-1590), ასევე Scala Sancta - „წმინდა კიბე“ (შენობა, რომელშიც იერუსალიმის პრეტორიუმიდან ჩამოტანილი კიბეა. ეს კიბე პილატეს სამსჯავროზე მიყვანილმა მაცხოვარმა აიარა. მინის საფარის ქვეშ მაცხოვრის წმინდა სისხლის ლაქები მოჩანს. მორწმუნეები ამ კიბებე ჩოქვით ადიან - მთარგმნელის შენიშვნა). შენობაში ჩართულია ადრექრისტიანული სტრუქტურებიც, როგორიცაა XIII ს. Sancta Sanctorum, V-VI ს.ს. ფრესკით, სადაც ნეტარი ავგუსტინეა გამოსახული, ასევე შუასაუკუნოვანი სტრუქტურებიც, როგორიცაა XIII ს. Sancta Sanctorum-ის სამლოცველო. შუა საუკუნეების საპატრიარქოს სატრაპეზო თავის დროზე ლეონ III (795-816) ბრძანებით ააგეს და მოხატეს. არსებითად ადრექრისტიანულია ბაპტისტერიუმი, გეგმით თავდაპირველად წრიული, ამჟამად კი რვაკუთხა ნაგებობა, რომელიც V ს.-ში გადაკეთდა. ინტერიერში ცენტრალურ სივრცეს ყოფს თაღებით დაკავშირებული 8 სვეტი, რომელიც გუმბათით გვირგვინდება. ნაგებობის შინ მდებარე ორმკლავიანი ატრიუმი, ამჟამად წმ. სეკუნდას და წმ. რუფინას, ან წმ. კვიპრიანეს და წმ. იუსტინეს კაპელები, შემკული იყო ნაწილობრივ დღესაც შემორჩენილი მოზაიკებით და მარმარილოს ინკრუსტაციებით. ახლანდელი შესასვლელის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე წმ. იოანე ნათლისმცემლის და წმ. იოანე ღვთისმეტყველის სამლოცველოები პაპი ილარიონის დროინდელია (V ს.). თაღში შემორჩენილია თავდაპირველი მოზაიკის ფრაგმენტი შუაში მისტიკური კრავით. შედარებით გვიანდელია წმ. ვენანციუსის სამლოცველო, პაპი იოანე IV დროს აგებული და პაპი თეოდორეს დროინდელი დეკორით (VII ს.). -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS პირველი საუკუნეების ეკლესია Apr 19 2007, 11:17 PM
მარიამი KAIROS
მეორე სტატიის ა... Apr 20 2007, 12:15 AM
შოთა ცოტა დიდი რომ მოვრ... Apr 20 2007, 12:56 AM
მნათე ახლა სენკევიჩს ვკი... Apr 20 2007, 03:27 PM
მარიამი
ნახე <_< წიგნი ვინ... Apr 20 2007, 06:11 PM
მნათე
მთავარია არა საშუ... Apr 20 2007, 06:13 PM
გლახა წაიკითხეთ საქმე მო... Apr 20 2007, 06:52 PM
მნათე
რომელი ეკლესიის? :) Apr 20 2007, 07:17 PM
მარიამი [b]ფაბრიციო მანჩინე... Apr 20 2007, 09:55 PM
KAIROS საოცარია!
არ ვიცო... Apr 20 2007, 10:46 PM
მარიამი
საოცარია!
არ ვიც... Apr 21 2007, 12:18 AM
athos აქ დავდებ კანადელი... Apr 20 2007, 10:55 PM
მარიამი [b]წმ. პეტრეს ტაძარი
... Apr 21 2007, 12:56 AM
athos Молитва в определенные час... Apr 21 2007, 12:58 AM
გლახა მნათე
რომელი ეკლეს... Apr 22 2007, 11:46 AM
KAIROS მარიამ, არ ველოდი თ... Apr 22 2007, 05:51 PM
მარიამი [b]ფაბრიციო მანჩინე... Apr 23 2007, 12:09 PM
athos ვაგრძელებ ნაწყვეტ... Apr 23 2007, 07:45 PM
athos თემში შესვლა არ იყ... Apr 23 2007, 08:49 PM
კანონისტი athos
აქვე მცირედი გა... Apr 24 2007, 10:13 AM
KAIROS შეცდომით სხვა ტექს... May 3 2007, 01:00 AM
KAIROS რუსული რომ მოსაწყე... May 3 2007, 01:40 AM
athos ნაწყვეტები მინუცი... May 8 2007, 06:12 PM
KAIROS
საუკეთესო ქადაგე... May 9 2007, 11:01 AM
KAIROS
გ) და აი დადგა, 54 წელ... May 9 2007, 12:06 PM
მარიამი რამდენი ხანია მინდ... May 10 2007, 08:27 PM
მარიამი წმინდა აგნესას ტაძ... May 10 2007, 08:54 PM
athos მღვდელი სერგი მანს... May 15 2007, 09:25 PM
ირგე
ეს თარიღი არაა სწო... May 27 2007, 12:42 PM
Lenus
:)
როდის, 33 წლის 30 მარ... May 30 2007, 10:08 AM
ირგე Lenus
ადრე. ვიდრე 30 წელ... May 30 2007, 10:26 AM
Lenus
კი. უფრო სწორად ვი... May 30 2007, 10:58 AM
ირგე Lenus
ვისაუბროთ, კი ბა... May 30 2007, 11:09 AM
Lenus
ვერა.
დაიბადა აშკა... May 30 2007, 11:44 AM
ირგე Lenus
გახსენი. May 30 2007, 12:46 PM
KAIROS მალე გავაგრძელებ, ... Jun 4 2007, 10:02 PM
KAIROS კიდევ ვაგრძელებ ან... Jun 7 2007, 05:05 AM
KAIROS კარგა ხანია ეს თემ... Mar 23 2008, 12:08 PM
აკაკი ძალიან საინტერესო ... Feb 19 2011, 01:25 AM
KAIROS ამ თემას რატომ არ ა... Mar 11 2012, 02:33 PM
A.V.M ,,ხალხი ვერ კმაყოფი... Oct 13 2014, 11:09 PM
esre ars cheshmariteba მე გამახსენდა სტეფ... Oct 13 2014, 11:53 PM
A.V.M ,, 70 წლის 10 აგვისტოს , ... Oct 15 2014, 01:55 AM
A.V.M ქრისტიანთა დევნებ... Jan 16 2015, 09:46 PM
marine A.V.M
:მპუა2: Jan 16 2015, 10:19 PM
A.V.M I-III საუკუნის , ეკლეს... Jan 17 2015, 08:47 PM
marine "პირველ ქრისტიან... Nov 16 2015, 08:29 PM
marine "იმპერატორმა იულ... Jul 27 2017, 10:40 PM
marine "ამ დროს [რომის იმ... Aug 18 2017, 10:43 AM
marine "[II საუკუნი მიწურუ... Aug 22 2017, 11:07 AM
marine "რომის იმპერიაში ... Aug 24 2017, 01:33 PM
marine "II საუკუნის ქრისტ... Aug 29 2017, 11:22 AM
marine "რა თქმა უნდა, არც ... Oct 5 2017, 11:46 AM
marine "[იულიანე განდგომ... Nov 30 2017, 10:33 AM
marine "არ დავფარავ თქვე... Feb 6 2018, 06:29 PM
marine "თუ რამდენად სწრა... Sep 1 2021, 08:16 PM
marine "პირველი ქრისტია... Jan 11 2022, 10:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი