IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა
marine
პოსტი Aug 10 2017, 10:19 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა მოსე წინასწარმეტყველი


"მოსეს ბავშვობიდან ერთ ამბავს მოგვითხრობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრინი (XIს.): ერთხელ ფარაონის ასულმა მამას მიუყვანა შვილობილი. თამაშისას ბავშვმა ფარაონს გვირგვინი მოაძრო და ზედ ამოტვიფრული კერპის გამოსახულება ფეხით დათრგუნა. ერთმა მოგვმა მისი მოკვლა ურჩია ფარაონს, სხვები კი ეუბნებოდნენ, - ბავშვმა ეს დაუფიქრებლად გააკეთაო და მის უბრალოებაში დასარწმუნებლად ბიჭს ნაკვერჩხლები მისცეს. მან ერთი მათგანი ენაზე დაიდო, დაეწვა და იმის შემდეგ ენაბლუ შეიქმნაო.



ქორების მთის ახლოს ებრაელებს დაეცნენ თავს ამალეკნი. მოსემ მათ წინააღმდეგ გაგზავნა ჯარი ისუ ნავეს წინამძღოლობით. თვითონ მთაზე ავიდა და ლოცულობდა ხელებგაშლილი (ჯვარს გამოსახავდა ამით). აარონმა შეამჩნია - როცა მოსე ხელებს დაუშვებდა, ამალეკნი ერეოდნენ ებრაელებს. მოიტანეს დიდი ქვა, დასვეს მოსე, აარონი და კიდევ ორი შეუდგნენ მხრებში და წმინდანის ლოცვით ებრაელებმა სძლიეს მტერს. უფალმა უბრძანა მოსეს: დაწერე ესე წიგნში სახსოვრად და მე აღვხოცო სახსენებელი ამალეკისა ცასა ქვეშეო.



ღვთის ბრძანებით მოსემ გამოთალა ორი ქვის ფიცარი, ავიდა სინას მთაზე და 40-დღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ უფალმა უჩვენა განსაკუთრებული სახით თავისი დიდება და უბრძანა, ქვის ფილებზე წაეწერა ათი მცნება. მთიდან ჩამოსულ ღვთის მხილველ მოსეს სახე უბრწყინავდა, ებრაელები თვალს ვერ უსწორებდნენ ღვთის დიდების ანარეკლს. იმ დღიდან მოსემ გაიკეთა პირის საფარველი და მხოლოდ მაშინ აიხდიდა, როცა ღვთის წინაშე წარსდგებოდა.



ბევრი იღვაწა თავისი ერისთვის წმინდა მოსემ. ერთხელ, როცა იდრტვინეს მასზე, ღმერთმა დასასჯელად გველები მიუვლინა და მრავალი ისრაელიტელი დაიხოცა. დამდაბლდა ხალხი და ღვთის ბრძანებით, წმინდა მოსემ სპილენძის გველი გააკეთებინა და ხეზე დააკიდებინა. გველისგან ნაკბენი კაცი, ვინც სარწმუნოებით შეხედავდა სპილენძის გველს, მორჩებოდა. ეს იყო მე-40 წელს. მანამდე, ამავე წელს, როცა ებრაელებმა წყლის გამო იდრტვინეს, უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: ხალხის თანდასწრებით კვერთხი ერთხელ დაარტყით კლდეს და ჩემი სახელით წყლის გამოცემა უბრძანეთო. მათ კი სწორად არ შეასრულეს ღვთის ბრძანება - ორჯერ დაარტყეს კლდეს კვერთხი და თქვეს, - ისმინეთ ჩემი, ურჩნო, ნუთუ ამ კლდისაგან გამოგიდინოთ წყალიო? ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: რადგანაც არ გრწმენა ჩემი და ჩემი ყოვლისშემძლეობა ხალხს არ აჩვენეთ, არ შეიყვანთ ერს აღთქმის მიწაზეო. მართლაც, მალე გარდაიცვალა აარონი, სამღვდელმთავრო შესამოსლით კი მისი ძე ელეაზარი შეიმოსა. როცა ებრაელები აღთქმული ქვეყნის საზღვარზე მივიდნენ, ღმერთმა ამცნო წმინდა მოსეს სიკვდილის მოახლოება, უბრძანა, თავის მაგივრად ებრაელების წინამძღოლად ისუ ნავეს ძე დაედგინა. წმინდა მოსემ ხელნი დაასხა ისუ ნავეს ძეს, აკურთხა და გადასცა თავისი უფლებები. შემდეგ კიდევ ერთხელ შეკრიბა ებრაელნი და კიდევ ერთხელ დამოძღვრა, ღვთის ბრძანებით ავიდა ნაბავის მთაზე, იქიდან გადახედა აღთქმულ ქვეყანას და გარდაიცვალა. ისე დაკრძალეს, რომ ვერავის შეეტყო მისი საფლავის ადგილმდებარეობა, რათა ხალხს არ გაეღმერთებინა. მაშინ ის 120 წლისა იყო.

შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა ჩვენც, ახალ ისრაელს - მართლმადიდებელ ქრისტიანებს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Aug 6 2018, 09:50 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიწმინდის მადლით იყვნენ ავსებულნი ქართველი მამები, მათ უხვად ჰქონდათ წინასწარმეტყველების მადლი. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:

დავითგარეჯის წინამძღვარი მამა სვიმონი (სინაურიძე) "იყო ფრიად ღირსი და წმიდათა შორის შესარაცხი. ამან სცნა სულითა", რომ მეფე თეიმურაზისა და ერეკლეს მხედრობა დამარცხდებოდა ჭარელთაგან და აუწყა მეფეებს, არ წასულიყვნენ მათთან საომრად, მაგრამ მათ არ უსმინეს და "იძლივნეს მათგან". ბოლოს ის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც მას "ღვთისმშობლისა ხატი გამოელაპარაკა".

იმერეთის აჯანყების ჩახშობის მერე რუსებმა მღვდელმთავარნი: ქუთათელი დოსითეოსი და გაენათელი ექვთიმე რუსეთში გადაასახლეს, თუმცა ნაწამები წმინდა დოსითეოსი გზაში მოუკვდათ და ანანურის ეკლესიაში დაკრძალეს. წმინდა ექვთიმე კი რუსეთში სვირის მონასტერში აღესრულა. "და აღსრულდა წინასწართქმული" წმინდა ანტონ ჭყონდიდელისა, რომელმანცა უწინასწრმეტყველა იმერთა სამღვდელოთა ესევითარის განსაცდელის მოსვლაი და თვით შეისვენა", - ეს ამბავი თვითმხილველს უამბია დავით ბატონიშვილისთვის.

იმერთა კათალიკოსს მაქსიმეს (აბაშიძეს) კიევში ახლდა ერთი ბერი, რომელიც მისი გარდაცვალების მერე სამშობლოში დაბრუნდა და რაჭის მთებში დაეყუდა, იგი დიდად მლოცველი იყო და საზრდელს კვირაში ერთხელ იღებდა. მასთან სათაყვანოდ მივიდა წმინდა მეფე სოლომონ II. ბერმა უთხრა: "მეფეო, ვიხილე ჩვენება: მოვიდა დიდი წითელი ვეშაპი, რომელმაც გშთანთქა შენ და მხოლოდ ფეხები გიჩანდა". იქვე განუმარტა ეს ჩვენება: "აღდგება შენი მეფობა და დიდ მწუხარებასა და განსაცდელს მიეცემი, გმართებს სინანული, ღვთისადმი ვედრება, რათა განეშორო ამ განსაცდელს, ხოლო შენი სამეფოს მცხოვრებნი "იქნებიან დიდსა ჭირსა და ვალალებასა", რადგან საშინელი სენი გაჩნდება და შიმშილობა ჩამოვარდებაო. მართლაც, მალე იმერეთში სენმა მოსახლეობა გაანახევრა.

ბაგრატ დევნოსაძე ჰყვებოდა ვარძიაში XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მათე ბერზე [გელაშვილი]: - თუ სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონვე კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ხშირად აგვიანდებოდა მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი იგი ყველას განსაცვიფრებლად თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს პასუხობდა: "კარი ღია დამხვდა და შემოვედიო". 1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენაზე, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ხალხს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაზე. რევოლუციის შემდგომ მამა მათე წასულა ამ მონასტრიდან და მას შემდეგ არაფერი სმენიათ მის შესახებ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა   Aug 10 2017, 10:19 AM
marine   "შვილო ჩემო, ქვეყ...   Aug 10 2017, 11:12 AM
marine   "განუწყვეტელი მხ...   Aug 31 2017, 06:30 PM
marine   "ღვთის ნება-სურვი...   Sep 1 2017, 09:22 AM
marine   "[მოსე] სასწაულის ...   Sep 1 2017, 10:09 AM
marine   "მოსეს ლოცვით სას...   Sep 4 2017, 04:00 PM
marine   "თქვენ იცით, რომ ი...   Sep 27 2017, 04:20 PM
marine   "ამიტომ უბრძანა [...   Oct 14 2017, 09:41 AM
marine   "ის ბავშვი, რომელ...   Nov 1 2017, 09:46 AM
marine   "უფალი ბრძანებს: ...   Dec 20 2017, 08:47 PM
marine   მოსეს მიერ ცეცხლოვ...   Jul 19 2018, 08:26 PM
marine   "სულიწმინდის მად...   Aug 6 2018, 09:50 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Aug 14 2018, 11:42 AM
marine   "წმინდა ესაია წინ...   Aug 14 2018, 08:27 PM
marine   "თავისი სიბრძნე ს...   Aug 14 2018, 09:22 PM
marine   "ამ წინასწარმეტყ...   Aug 15 2018, 06:02 PM
marine   "შეყვარებულს არა ...   Aug 17 2018, 06:12 PM
marine   "- მიუხედავად ესო...   Aug 22 2018, 09:16 PM
marine   "იუდეველებს ერთი ...   Oct 22 2018, 08:27 PM
marine   "კანონი, რომლის თ...   Nov 15 2018, 01:32 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Sep 20 2020, 03:17 PM
marine   "ესაია ქალაქ იერუ...   Sep 21 2020, 08:03 PM
marine   "ძველ დროში იუდევ...   Oct 23 2020, 08:16 PM
marine   "პირველი წინასწა...   Nov 20 2020, 09:14 PM
marine   "წმინდა ესაიას თა...   Nov 21 2020, 05:51 PM
marine   "ისრაელში წინასწ...   Nov 21 2020, 06:14 PM
marine   "უკანასკნელი წინ...   Dec 27 2020, 09:49 PM
marine   "რა სულელური ანდა...   Sep 22 2021, 09:41 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Sep 9 2022, 06:35 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Feb 8 2023, 03:36 PM
marine   "ეხლა მესმის, როგ...   Mar 11 2023, 07:47 PM
marine   "ერთხელ ყოვლადბრ...   Mar 24 2023, 02:11 PM
marine   "გავიხსენოთ დიდი ...   Jul 19 2023, 08:21 PM
marine   "აღთქმული ქვეყნი...   Aug 26 2023, 07:20 PM
marine   "ბოლოს, მოსე მახლ...   Aug 30 2023, 04:18 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 01:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი