ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
უბისელი |
Jul 1 2010, 09:39 AM
პოსტი
#1
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...
ახალგაზრდობის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გაიგონებთ ამ საზიზღრობას. მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს... რისი ბრალია თქვენი აზრით? რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა? არ ხართ ფსიქოლოგები ფორუმზე არავინ? Copy ალაზანი.გე-დან -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
marine |
Aug 8 2018, 02:06 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- ზიარების წინ წასაკითხ ლოცვებში წერია: "შემწიკვლებული ბაგენი მქონან არაწმინდანი და აწ ვერ ძალმიძს მოახლებად შენდა, ქრისტე, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად". ბაგეების განწმენდა და დაცვა სიწმინდესთან ზიარების აუცილებელი პირობაა...
- ერთი მონაზონი თავისი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით კითხულობდა ლოცვას: "ღვთისმშობელო ქალწულო..." ყოველდღე, დაახლოებით ათასჯერ იმეორებდა მას. როდესაც გარდაიცვალა, მის საფლავზე საოცარი სილამაზის ხე ამოიზარდა, რომელსაც ოქროს ფოთლები ჰქონდა და ამ ფოთლებზე ეწერა ლოცვა: "ღვთისმშობელო ქალწულო..." იღუმენის კურთხევით, საფლავი გათხარეს და საოცარი სანახაობა იხილეს: მონაზვნის ბაგიდან იყო ეს ხე ამოსული და ფესვები მის გულში ჰქონდა გადგმული. უფალმა სათნოიჩინა ამ ადამიანის ცხოვრება და ამგვარი სახით განადიდა მისი ყოვლადწმინდა დედის მადიდებელი. საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბილწსიტყვაობით შეაგინებს თავის სულსაც და სხეულსაც. ამ დროს იგი ბოროტი ძალის ჭურჭლად იქცევა. პავლე მოციქული ბრძანებს: რომელმაც სულიწმინდის ტაძარი გახრწნას, უფალი მასაც გახრწნისო. ადამიანის სული იხრწნება, როცა იგი ბილწსიტყაობს." /დეკ. გიორგი რაზმაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი