ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
უბისელი |
Jul 1 2010, 09:39 AM
პოსტი
#21
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...
ახალგაზრდობის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გაიგონებთ ამ საზიზღრობას. მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს... რისი ბრალია თქვენი აზრით? რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა? არ ხართ ფსიქოლოგები ფორუმზე არავინ? Copy ალაზანი.გე-დან -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
marine |
Aug 8 2018, 02:41 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნათქვამია, კაცისთვის ცუდი სიტყვის თქმას მისთვის ქვის სროლა სჯობსო."
"- დღესდღეობით ძალიან იბღალება მეტყველება. ბილწსიტყვაობის ჩვევა, განსაკუთრებით მოზარდებში, წამხედურობის გამოისობით მკვიდრდება, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი ხდება... - დღეს მართლაც ძალიან შებღალულია ენა. ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ საკუთარ მშობლებს, დედას! ამით ისინი აგინებენ არა მარტო საკუთარ დედას, არამედ დედა ღვთისმშობელსაც, რომელიც ყველას დედაა. ეს ღვთის გმობის ცოდვაა, ერის ტრაგედიაა. ენის სიწმინდეზე ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა. ასევე უნდა იზრუნოს სახელმწიფომაც. ჯერ კიდევ წარმართი სოკრატე მოწაფეებს მხოლოდ იმ პირობით იღებდა, თუკი ისინი სამი წლის განმავლობაში მდუმარებას დაიცავდნენ. მდუმარება უდიდესი ღვაწლია. დღესაც ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, ტრაპეზის შემდეგ, როდესაც სერობის მსახურება მთავრდება, ზარები ირეკება და ბერებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ. რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს. ფსალმუნში წერია: "დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა". მრავლისმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს. მით უმეტეს, ბილწსიტყვაობა. იგი შეაგინებს ადამიანს და ეშმაკის მსახურად ხდის მას. ეშმაკი არის უნივთო, უსხეულო. ხოლო როცა ადამიანი ბილწსიტყვაობს, თავის სხეულს უთმობს ეშმაკს და ადამიანი, ფაქტობრივად, ხდება ეშმაკეული. ნათქვამია: "თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ". /დეკ. გიორგი რაზმაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი