მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#141
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 9 2018, 08:50 PM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სათნოებათა კიბეზე აღმავალი ქრისტიანი მარადის მღვიძარე უნდა იყოს და უფლის გარდა, არავისი ეშინოდეს."
"მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: მღვიძარება აუცილებელია. რასაც არ უნდა აკეთებდეს კაცი, ღვთისთვის უნდა შეასრულოს... ყოველდღე კაცმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: დავუშვათ, მე მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ განა სათნოა ღვთისთვის? და განიხილოს, საქმე უფლისთვის სასურველი არის თუ არა. თუ ამის გაკეთებას ივიწყებს, ივიწყებს შემდგომ ღმერთსაც. ამიტომ ძველ დროში ამბობდნენ: "ღვთის გულისათვის", "ოჰ, შე უღმერთოვ, უფლის არ გეშინია?!" ანდა: "თუ ღმერთს უნდა", "როგორც ღმერთი მოგვცემს". ძველი ხალხი გრძნობდა ღვთის ყველგან მყოფობას, მათ თვალთა წინ ყოველთვის უფალი ჰყავდათ და იყვნენ ფხიზლად." "ერთხელ წმინდა ექვთიმე ათონელმა ეკლესიაში უდებად მყოფი და მძინარე ძმა ნახა. ჰკითხა: რად გძინავს ეკლესიაში? არ გეყოფა სენაკში ძილი? - შინ ვმღვიძარებ და ტაძარში იმიტომ მეძინებაო. - ეგ, საყვარელო, ეშმაკის მახეა, - უთხრა წმინდა ექვთიმემ, - რათა მცირესთვის დიდი დაგაკარგვინოს. ეკლესიაში მიმავალი კაცისაგან ეძიებს ღმერთი, ფრთხილად და ლმობიერად იდგეს. ნუთუ არ შეგიძლია, ეკლესიაში იღვიძებდე და სენაკში ძილით გაძღებოდე? აქ ნუ დაიძინებ, თუ არადა მძიმედ დაგსჯიო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 05:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი