სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| მარიამი |
Apr 21 2007, 12:56 AM
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
წმ. პეტრეს ტაძარი წმ. პეტრეს ბაზილიკა იმპერატორმა კონსტანტინემ და პაპმა სილიბისტრომ ააშენეს მოციქულთა თავის საფლავზე. ეს ადგილი წარმოადგენდა წარმართული ნეკროპოლის ნაწილს რომელიც გაიუსის და ნერონის ცირკთან ახლოს ვატიკანის ბორცვის ფერდობზე მდებარეობდა და სადაც, გადმოცემის მიხედვით, მოციქული მოწამებრივად აღესრულა ქრისტეს შობიდან 64. წელს ნეკროპოლი ცირკის ჩრდილოეთ ნაწილში ვრცელდებოდა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ (სურ. 7). I და II საუკუნეების მიჯნაზე აქ მრავალი საფლავი აიგო, მათ შორის ზოგი ქრისტიანულიც. მათგან ზოგიერთი, თავდაპირველად წარმართული, შემდეგში ქრისტიანებმა შეამკეს, როგორც, მაგალითად, იულიუსთა მავზოლეუმი. ამ მავზოლეუმის თაღს ამშვენებს მოზაიკა, სადაც იესო გამოსახულია, როგორც მზე-ღმერთი. II ს. ბოლოდან საფლავები სამხრეთისაკენ ისე გავრცელდა, რომ დაფარა უკვე გაუქმებული ცირკის მთავარი ღერძი. ამ მონუმენტებიდან ყველაზე შთამბეჭდავი იყო როტონდა, წინ ატრიუმით, რომელიც ცირკის ობელისკიდან რამდენიმე მეტრით იყო დაშორებული. ეს ობელისკი XVI ს.-ში წმ. პეტრეს მოედანზე გადაიტანეს. პაპი სვიმაქეს დროს (V ს.) როტონდა აკურთხეს წმ. ანდრია მოციქულის სახელზე. ![]() პეტრე მოციქულის საფლავზე, ნეკროპოლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელსაც მავზოლეუმები და სასაფლაო უბანი ეკრა გარს, აღმართული იყო მემორიალური მონუმენტი. ის შედგებოდა კედელში გამოკვეთილი ორი, ერთმანეთზე დაშენებული, ნიშისაგან, ხოლო მესამე ნიშა, მიწისქვეშა და ამიტომაც უხილავი, მოციქულის საფლავს უკავშირდებოდა. ქვედა ნიშის კედელზე შემორჩენილია ნაკაწრი ტექსტი მოციქულისადმი ვედრებით. ბაზილიკა დაახლოებით 320-329 წლებში ააგეს, როგორც მონუმენტი, რომელიც პატივს მიაგებდა მოციქულის ხსოვნას და ხალხის უწყვეტ ნაკადს აქ მსახურების აღსრულებას გაუადვილებდა. იმისათვის, რომ ტაძრისთვის პლატფორმა შეექმნათ, კონსტანტინეს არქიტექტორებს დასჭირდათ ნეკროპოლის დაფლვა და, ნაწილობრივ, ბორცვის გასწორება ჩრდილოეთის მხარეს. ბაზილიკის შიგნით 5 ნავი სხვადასხვა ფერის 20 სვეტით იყო გამოყოფილი, ცენტრალურ ნავში არქიტრავულად, ხოლო გვერდითა ნავებში თაღედით დაკავშირებული. აფსიდის ცენტრში დავანებული იყო მოციქულის საფლავი. კონსტანტინეს დროინდელ ბაზილიკას მრავალი ფუნქცია გააჩნდა: მრევლის შესაკრები აუდიტორია, მარტირიუმი, სამლოცველო, დახურული სასაფლაო, ქელეხის პურის გასატეხი ადგილი. მას არ გააჩნდა მუდმივი ტრაპეზი. პირველი ასეთი ტრაპეზი თარიღდება გრიგოლ დიდის დროით, რომელმაც აამაღლა საკურთხეველი და დაფარა მოციქულის საფლავი მის ქვემოთ მდებარე კრიპტაში. მორწმუნეებს საფლავზე მიანიშნებდა ჩარდახი და ტრაპეზი სწორედ საფლავის თავბე (სურ. 8). ![]() პირვანდელი ეკლესიიდან აღარაფერი ჩანს თუ არ ჩავალთ ე.წ. ვატიკანის მღვიმეებში, რომლებიც კონსტანტინეს ნაგებობის, ანუ მიწისქვეშა ნეკროპოლის დონეზე მდებარეობს. თავდაპირველ ბაზილიკაზე შედარებით ზუსტი წარმოდგენა შეიძლება შეგვექმნას ზოგიერთი ძველი გამოსახულების წყალობით: V ს. სპილოს ძვლის ყუთის რელიეფი, XVI ს. ფრესკა, XVII ს. ნახაზები გვიჩვენებენ ბაზილიკის როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერს ატრიუმით და გირჩის ფორმის შადრევნით, ასევე ძველი ბაბილიკის ფასადს (სურ. 9). შემდეგი თავები უშუალოდ კატაკომბებს ეხება. ხვალ გავაგრძელებ. მანამდე კატაკომბების რუკას შემოგთავაზებთ ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS პირველი საუკუნეების ეკლესია Apr 19 2007, 11:17 PM
მარიამი KAIROS
მეორე სტატიის ა... Apr 20 2007, 12:15 AM
შოთა ცოტა დიდი რომ მოვრ... Apr 20 2007, 12:56 AM
მნათე ახლა სენკევიჩს ვკი... Apr 20 2007, 03:27 PM
მარიამი
ნახე <_< წიგნი ვინ... Apr 20 2007, 06:11 PM
მნათე
მთავარია არა საშუ... Apr 20 2007, 06:13 PM
გლახა წაიკითხეთ საქმე მო... Apr 20 2007, 06:52 PM
მნათე
რომელი ეკლესიის? :) Apr 20 2007, 07:17 PM
მარიამი [b]ფაბრიციო მანჩინე... Apr 20 2007, 09:55 PM
KAIROS საოცარია!
არ ვიცო... Apr 20 2007, 10:46 PM
მარიამი
საოცარია!
არ ვიც... Apr 21 2007, 12:18 AM
athos აქ დავდებ კანადელი... Apr 20 2007, 10:55 PM
მარიამი გაგრძელება
[b]ლატერ... Apr 21 2007, 12:39 AM
athos Молитва в определенные час... Apr 21 2007, 12:58 AM
გლახა მნათე
რომელი ეკლეს... Apr 22 2007, 11:46 AM
KAIROS მარიამ, არ ველოდი თ... Apr 22 2007, 05:51 PM
მარიამი [b]ფაბრიციო მანჩინე... Apr 23 2007, 12:09 PM
athos ვაგრძელებ ნაწყვეტ... Apr 23 2007, 07:45 PM
athos თემში შესვლა არ იყ... Apr 23 2007, 08:49 PM
კანონისტი athos
აქვე მცირედი გა... Apr 24 2007, 10:13 AM
KAIROS შეცდომით სხვა ტექს... May 3 2007, 01:00 AM
KAIROS რუსული რომ მოსაწყე... May 3 2007, 01:40 AM
athos ნაწყვეტები მინუცი... May 8 2007, 06:12 PM
KAIROS
საუკეთესო ქადაგე... May 9 2007, 11:01 AM
KAIROS
გ) და აი დადგა, 54 წელ... May 9 2007, 12:06 PM
მარიამი რამდენი ხანია მინდ... May 10 2007, 08:27 PM
მარიამი წმინდა აგნესას ტაძ... May 10 2007, 08:54 PM
athos მღვდელი სერგი მანს... May 15 2007, 09:25 PM
ირგე
ეს თარიღი არაა სწო... May 27 2007, 12:42 PM
Lenus
:)
როდის, 33 წლის 30 მარ... May 30 2007, 10:08 AM
ირგე Lenus
ადრე. ვიდრე 30 წელ... May 30 2007, 10:26 AM
Lenus
კი. უფრო სწორად ვი... May 30 2007, 10:58 AM
ირგე Lenus
ვისაუბროთ, კი ბა... May 30 2007, 11:09 AM
Lenus
ვერა.
დაიბადა აშკა... May 30 2007, 11:44 AM
ირგე Lenus
გახსენი. May 30 2007, 12:46 PM
KAIROS მალე გავაგრძელებ, ... Jun 4 2007, 10:02 PM
KAIROS კიდევ ვაგრძელებ ან... Jun 7 2007, 05:05 AM
KAIROS კარგა ხანია ეს თემ... Mar 23 2008, 12:08 PM
აკაკი ძალიან საინტერესო ... Feb 19 2011, 01:25 AM
KAIROS ამ თემას რატომ არ ა... Mar 11 2012, 02:33 PM
A.V.M ,,ხალხი ვერ კმაყოფი... Oct 13 2014, 11:09 PM
esre ars cheshmariteba მე გამახსენდა სტეფ... Oct 13 2014, 11:53 PM
A.V.M ,, 70 წლის 10 აგვისტოს , ... Oct 15 2014, 01:55 AM
A.V.M ქრისტიანთა დევნებ... Jan 16 2015, 09:46 PM
marine A.V.M
:მპუა2: Jan 16 2015, 10:19 PM
A.V.M I-III საუკუნის , ეკლეს... Jan 17 2015, 08:47 PM
marine "პირველ ქრისტიან... Nov 16 2015, 08:29 PM
marine "იმპერატორმა იულ... Jul 27 2017, 10:40 PM
marine "ამ დროს [რომის იმ... Aug 18 2017, 10:43 AM
marine "[II საუკუნი მიწურუ... Aug 22 2017, 11:07 AM
marine "რომის იმპერიაში ... Aug 24 2017, 01:33 PM
marine "II საუკუნის ქრისტ... Aug 29 2017, 11:22 AM
marine "რა თქმა უნდა, არც ... Oct 5 2017, 11:46 AM
marine "[იულიანე განდგომ... Nov 30 2017, 10:33 AM
marine "არ დავფარავ თქვე... Feb 6 2018, 06:29 PM
marine "თუ რამდენად სწრა... Sep 1 2021, 08:16 PM
marine "პირველი ქრისტია... Jan 11 2022, 10:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი