ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 15 2018, 06:50 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ ამბავს მამა ფოტი მოჰყვა, სოფელ ფუგურიმას წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელი: - შაბათი საღამოა. ვზივარ და ჩვეულებისაებრ საკვირაო ქადაგებისთვის ვემზადები. მომავალ წირვაზე წასაკითხ სახარების ტექსტს ვარჩევ. ნავთქურა ჩაიბჟუტა და ჩაქრა. ნავთი გათავდა. სანთლის ნამწვავი მოვნახე, ისიც მალე ჩაქრა. შინ სანთელი აღარ მქონდა და დავრჩი სიბნელეში. უახლოესი მაღაზია ორ კილომეტრშია, თუმცა ასე გვიან ისიც დაკეტილი იქნებოდა.
გულდაწყვეტილმა სიმწრით ამოვიძახე: - წმინდაო იოანე ღვთისმეტყველო, სახარებისა და სამოციქულოს წაკითხვა მინდოდა, მაგრამ რა ვქნა? არც ნავთი მაქვს და არც სანთელი. ხვალ ქადაგება როგორღა წარმოვთქვა? ამ სიტყვებით გავემართე დასაძინებლად. უეცრად რაღაც მოხდა. საწოლს თავზე კაშკაშა სინათლე დაადგა. გაოცებული წამოვხტი და სინათლის წყაროს ვეძებდი. ცოლი გავაღვიძე, მანაც დაინახა ეს ნათელი და უფალი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ადიდა. წიგნებს მივუჯექი და ღამის სამ საათამდე ვკითხულობდი. დილით ნათელი აიკრიბა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 07:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი