„შრომითა შენითა მოიპოვე პური შენი“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
„შრომითა შენითა მოიპოვე პური შენი“ |
marine |
Nov 29 2017, 10:49 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უნდა მივდიოთ იმ სიამოვნებებს, რომელიც შრომას მოსდევს და არა, რომელიც უსწრებს მას".
/ანტისფენე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 9 2018, 01:35 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბიძინა (57 წლის): შეიძლება ითქვას, რომ სიზარმაცემ დამღუპა. ჩემზე ამბობდნენ, ნიჭიერიაო. ამას მეც ვგრძნობდი, მაგრამ ყველაფერი მეზარებოდა. ბავშვობაში მშობლები მანებივრებდნენ - საწოლში მაჭმევდნენ და მაცმევ-მახურავდნენ. თუ ვიტყოდი, - ხანდახან ტყუილსაც, - სკოლაში წასვლა არ შემიძლია, თავი მტკივა-მეთქი, ვინ გამიშვებდა!
მე ხომ ასეთი ვიყავი, სამაგიეროდ, ძმა მყავდა ვერცხლისწყალივით. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მშობლები მის ოდნავ მოდუნებასაც კი ვერ იტანდნენ. კი ბრაზდებოდა, მაგრამ ვუყვარდი და არაფერს ამბობდა. მეც ორშაბათის ყეენივით წამოვჯდებოდი და ბრძანებებს ვიძლეოდი. ცოლი რომ შევირთე, ვერც მაშინ მოვიშალე სიზარმაცე, ვერ შეველიე უქმად ყოფნის სიტკბოს. საოცრად შრომისმოყვარე იყო, უთენია დგებოდა და ეზოსა და სახლ-კარში ტრიალებდა, დაწკრიალებული იყო ყველაფერი. დედაჩემმაც სული მოითქვა. სამი შვილი გვეყოლა, მე კი არც მუშაობა მინდოდა და არც საოჯახო საქმეებში წავაშველებდი ხელს. ეტყობა, გაუჭირდა და საბერძნეთში გადაწყვიტა წასვლა. თავიდან იმედი მქონდა, ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ მიდგა-მოდგა და... ვატყობდი, არ უნდოდა წასვლა, მაგრამ სხვა საშველი არ ჰქონდა. ერთი ხანობა ფულსაც გზავნიდა და ხშირ-ხშირად რეკავდა, მაგრამ მერე უცბად შეწყდა ყველაფერი. იმ ოჯახში დავრეკეთ, სადაც მუშაობდა, მაგრამ ვერაფერი გაგვაგებინეს. მერე ერთმა ქართველმა დაგვირეკა, დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა, ახლა საავადმყოფოში წევსო. ფეხზე კი წამოდგება, მაგრამ მუშაობას ვეღარ შეძლებს და იქნებ ჩამოხვიდეთ და წაიყვანოთო. საშინელ დღეში ჩავცვივდით, იქ ჩასვლის კი არა, პურის ფული არ გვქონდა. მაშინ გამწარდა უფროსი ქალიშვილი და მომახალა, - შენი ბრალია ყველაფერი, შენმა უსაქმურობამ მიგვიყვანა აქამდეო. ღმერთი შეგვეწია და ჩემი მეუღლე ფეხზე დადგა, მაგრამ მე ისე ვიყავი, არავის გამოგზავნილი არაფერი მინდოდა. პირველად სიცოცხლეში, 40 წლის კაცს მუშაობა მომინდა. უნივერსიტეტი კი მქონდა დამთავრებული, მაგრამ, აბა, სპეციალობით ვინ მამუშავებდა? ძმაკაცს მივადექი, რომელსაც ავეჯის საწარმო ჰქონდა და ხელოსნად ამიყვანა. თავდაუზოგავად ვშრომობ მას შემდეგ და მივხვდი, რამხელა მადლი ყოფილა შრომა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი