სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა |
marine |
Sep 11 2017, 11:47 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახალგაზრდობის წლები რადიკალურად განსხვავდება სიბერისაგან, რამეთუ სიბერეში უფრო დიდი სულიერი გამოცდილება გაქვს დაგროვილი. როდესაც ერთ ბერს ჰკითხეს, თუ როგორ ცხოვრობთ სიბერეშიო, მიუგო: - ერთხელ კიდევ თავიდან ვიწყებ ცხოვრებას, ვინაიდან, რაც უკვე გამოვიარე, ის კვლავ მეორდებაო... მეც ასე ვარ და ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა უფალს!"
/მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელი/ "დაპურებულ ასაკში" /გულნაზ ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 10 2018, 07:30 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- გადის დრო, ვბერდებით. დროისადმი ჯანსაღი მიდგომა და დამოკიდებულება რამდენად აისახება ადამიანის ფსიქოლოგიურ ასაკზე?
- სიბერე არის სულიერ და ფსიქოლოგიურ პროცესებზე დამოკიდებული ფენომენი. მინახავს სამოცდაათი წლის ახალგაზრდა და ოცდახუთი წლის მოხუცი. ჩვენი ფსიქოლოგიური ასაკი დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების სტილზე და იმაზეც, თუ როგორ ვიყენებთ დროს. მთავარია დროისადმი დამოკიდებულება იყოს ჯანსაღი. სწორედ ეს დამოკიდებულება და განწყობა უხანგრძლივებს ადამიანს სიცოცხლეს. მთავარია, სიცოცხლის ხარისხი. რაც უფრო სასიკეთო და ნაყოფიერი საქმეებით არის დაკავებული ადამიანი და სასარგებლოდ იყენებს დროს, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. თუ უმოქმედოდ ხარ, მაშინ დრო მოგიტანს მხოლოდ სიბერეს, ხოლო თუ მოქმედებ, მაშინ - სიბრძნეს, გამოცდილებას, კდემამოსილებას, სიმშვიდეს, სინანულს...." "ყველა დროს, ყველა ასაკს თავისი სიხარული მოაქვს. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 09:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი