წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2018, 10:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამბავი კაცისა, რომელმაც ხელი აიღო წმინდა ნიკოლოზის განდიდებაზე
"ერთი ჩვენი პოჟარევჩელი ძმა წმინდა ნიკოლოზს თაყვანს სცემდა, როგორც თავისი გვარის მფარველს და ჯვრიან დიდებას. ადიდებდა მას ჯერ კიდევ კუნძულ კორფუზე, დევნილობაში. როცა სერბული ჯარი გადაისროლეს თესალონიკის ფრონტზე, ბევრი ჯარისკაცი განაგრძობდა ჯვრიანი დიდების ზეიმს (ანუ თავიანთი გვარის მფარველი რომელიმე წმინდანის ხსენებას), ბევრმაც შეწყვიტა. ასე მოიქცა პოჟარევჩელი ძმაც. მეგობრებს ეუბნებოდა: "რატომ უნდა განვადიდო წმინდა ნიკოლოზი, თუკი არ მეხმარება? იმ წმინდანს განვადიდებ, ვინც შინ მიმიყვანს და იმ დღეს ვისი ხსენებაც იქნებაო!" 1918 წელს დაიწყო შეტევა და ჩვენი ჯარი ზამთრამდე დაბრუნდა სამშობლოში. დაბრუნდა შინ პოჟარევჩელი ძმაც. ოჯახში "საჯვრო" სადღესასწაულო სანთელი ენთო. "ვის დაუნთეთ?" - ჰკითხა ცოლს. "ჩვენს მფარველს, წმინდა ნიკოლოზს. ხვალ ხომ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულია?" ძმას შერცხვა. დარწმუნდა, რომ ცოცხალია ღმერთი და ცოცხალია წმინდა ნიკოლოზი და ყველგან უნდა პატივი მივაგოთ ჯვრიან დიდებას" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი