ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :) |
marine |
Nov 23 2017, 06:34 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ინდოელები ამტკიცებენ, რომ კობრა, ინდოეთში ყველაზე საშიში გველი, არ უკბენს აკვნის ჩვილ ბავშვს, მაგრამ გააფრთებული ესხმის მოზრდილ ადამიანს, თითქოსდა ესირცხვება, მოაკვდინოს უწყინარი ადამიანური ქმნილება, რომელსაც წინაარმდეგობის გაწევა არ ძალუძს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 19 2018, 12:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ, აღდგომა დღეს ერთ მონასტერში მისულმა [გელენიმ] ნახა, რომ ძმები ვერ აღასრულებდნენ დღესასწაულს. მიზეზი იკითხა. მიუგეს, ჩვენი მღვდელი მდინარის გაღმა ცხოვრობს და ნიანგის შიშით ვერ გადმოდის აქეთო. შესთავაზა, - თუ გსურთ, წავალ და მოგიყვანთო. მივიდა მდინარესთან. მოუხმო უფლის სახელს და მძვინვარე მხეცი წარდგა მის წინაშე.
მრავალთა დამღუპველი ქვეწარმავალი ახლა ეტლივით ემსახურებოდა მართალ კაცს - ნიანგმა ხილული შიშით დაღუნა თავი ღვთის კაცის წინაშე, შეისვა ზურგზე და მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანა. გელენი მივიდა ხუცესთან და სთხოვა, ძმებთან წამოსულიყო. მთხოვნელს უბრალო და შეურაცხი სამოსი ეცვა. გაოცებულმა დეკანოზმა ჰკითხა, - ვინ ხარ, საიდან მოხვედიო. მაგრამ მასში უმალ ღვთის კაცი შეიცნო და გაჰყვა. მივიდნენ მდინარესთან. ხუცესმა უნავობა მოიმიზეზა. გელენმა დაამშვიდა: - ნუ წუხხარ, მამაო, გადასასვლელი მოგიმზადეო. ხმამაღლა უხმო მხეცს. ნიანგმა მდაბლად მიუშვირა ზურგი. გელენი პირველი შეჯდა და ხუცესი მიიწვია, - შეჯექი, ნურაფრის შეგეშინდებაო. ის კი ნიანგის დანახვაზე შიშისგან თავზარდაცემული გაიქცა... ყველა შეშინებული ადევნებდა თვალს ღვთის კაცს, რომელიც ნიანგზე მჯდარი მოცურავდა. ის გადმოვიდა ნაპირზე, თან მხეციც გადმოიყოლა და უთხრა: - სჯობს დაიღუპო, ვიდრე ამდენი ადამიანი მოინელოო. მიწაზე განრთხმულმა მხეცმა უმალ სული განუტევა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი