წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 24 2018, 04:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ნიკოლოზ სერბს მოუყვა ბაჩკელმა ხელოსანმა: "მეშაბათეებთან გადავედი და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებას აღარც ვფიქრობდი. მხოლოდ მხურვალედ ვევედრებოდი ცხონებისთვის. მოწყალე ღმერთმა ერთხელ ძილში მიჩვენა, თუ სად არის ჭეშმარიტება.
დამესიზმრა, - ბაღში ვარ. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სამაგიეროდ, უამრავი ქვაბი იდგა. უეცრად მარცხენა განაპირა ქვაბთან მამაჩემი გამოჩნდა, თეთრწვერა, ოქროსფერი სამოსით მოსილ მღვდელმთავართან ერთად. იგი წყლის კურთხევას შეუდგა. მივიდა მარცხენა მხარეს, ჩაყო ჯვარი ქვაბში და ცარიელი აღმოჩნდა, წყალი არც მეორე და მესამე ქვაბებში ესხა, მეოთხეში მხოლოდ ფსკერზე იყო, სხვა ქვაბებში უფრო მეტი წყალი ესხა. როცა მეუფემ მარჯვნივ, განაპირა ქვაბს გადასახა ჯვარი, წყალმა აიწია. ჯვრის ყოველი ჩაშვებისას ამ ზევით ამოსული წყლიდან კაკლისხელა, მზესავით მბრწყინავი ნაპერწკლები ცვიოდა. გაოცებული ვუცქერდი, შემდეგ მღვდელმთავარმა ჯვარი სამთხვევად გამოსწია. გამოჩნდა ხალხი და ჯვარს სამთხვევად მიუახლოვდა, მეუფე კი მათ წყალს ასხურებდა. წყლის წვეთები ნაპერწკლებივით ესხურებოდათ თავზე. როცა ჩემი რიგიც მოვიდა, მღვდელმთავარმა მკაცრად მითხრა: "შენ რა საერთო გაქვს ამ ქვაბთან, შენი ქვაბი მარცხნივ დგას, ცარიელთა შორის. ადრე ხალხს ეკუთვნოდი, ახლა კი ეკლესიიდან განვარდნილებს შეუერთდი. წადი აქედან!". შიშისაგან აკანკალებულმა მამაჩემს შევხედე. მას თავი ჩაეღუნა და შემოხედვაც არ უნდოდა. მოვბრუნდი და ხალხისკენ გავემართე, მაგრამ ისინიც, როგორც კეთროვანს, ისე მომერიდნენ. ავტირდი და გამომეღვიძა... ჭკუის სასწავლებელი გახლდათ ეს სიზმარი. მღვდელმთავარი, მამაჩემთან ერთად რომ გამომეცხადა, წმინდა ნიკოლოზი იყო, ჩვენი გვარის ზეციური მფარველი. როცა მართლმადიდებლობას ჩამოვშორდი, მისი დიდება შევწყვიტე. მივხვდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. დავუბრუნდი მამათა რწმენას, აღსარება ვთქვი და ვეზიარე. მას მერე წინანდელზე მტკიცედ მიპყრია მართლმადიდებლობა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი