ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები |
აკაკი |
Jul 26 2010, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის
* * * რამოდენიმე რჩევა ბიბლიის კითხვისათვის
|
marine |
Sep 25 2018, 08:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობდა და როგორი ბუნებრივი პირობები იყო წარღვნამდე?
- წარღვნამდე ადამიანები დაახლოებით 1000 წელი ცოცხლობდნენ. თუ ვიგულისხმებთ, რომ ყოველ ხუთ წელიწადში მაინც ერთი შვილი უჩნდებოდათ, შვილიერების უნარი კი 200-300 წელი ჰქონდათ, თითოეულ ოჯახს 50-60 შვილი მაინც უნდა ჰყოლოდა. ამდენად, ძველი აღთქმის წარღვნამდელი კაცობრიობა, სულ მცირე, მილიარდი მაინც უნდა ყოფილიყო, თანაც სიკვდილიანობა იმხანად ნაკლები იყო. არა მარტო ადამიანები, წარღვნამდელ პერიოდში ცხოველებიც დიდხანს ცოცხლობდნენ, რასაც ხელს უწყობდა იმ დროს არსებული ბუნებრივი პირობები. ძველი აღთქმის პერიოდში წყლები იყო ხმელს ქვეშე და ხმელს ზევით. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მთელ დედამიწას წყლის ორთქლის ხუფი ფარავდა და თითქმის ერთნაირი ტემპერატურა იყო, არ არსებობდა სხვადასხვა ზონა, სიცივისა და სითბოს მონაცვლეობა; არ არსებობდა არც მთები; არ იყო რადიაცია, არ იყო სიცივე. ამდენად, ძველი აღთქმის პერიოდში, ცოდვით დაცემის შემდეგაც, ცხოვრების იდეალური პირობები იყო. წარღვნისა და კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ უფალი ეუბნება ნოეს - ცისარტყელას დავდებ იმის ნიშნად, რომ წარღვნა აღარ მოხდებაო. ამ დრომდე ცისარტყელა არ არსებობდა. ცისარტყელა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც წვიმისა და მზის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება. გამოდის, წარღვნამდე ან მზე არ ჩანდა, ან ზეციდან წვიმა არ მოდიოდა. რომ არ ეწვიმა, დედამიწა აბსოლუტურ უდაბნოდ იქცეოდა, მაგრამ პირიქით იყო - მთლიანად ღრუბელი ფარავდა, იდეალური ტენიანობა იყო და მზე არ ჩანდა. პირველი სიახლე, რაც ადამიანებმა კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ იხილეს, მზე იყო. თუკი უძველეს რელიგიებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პირველი ღვთაებები მათში მზესთან ან მთვარესთანაა დაკავშირებული - ნოეს შთამომავალთა ნაწილმა რაც განსხვავებული იხილა, ის ჩათვალა ღმერთად. მიიჩნიეს, რომ მზემ, მთვარემ გადაარჩინა ისინი. მზე, მთვარე, ვარსკვლავები ადამიანებისთვის ხილულად წარღვნის შემდეგ იქნენ გამოჩინებული." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი