ლიტერატურა, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლიტერატურა, ... |
di_onise |
Jun 25 2007, 09:54 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
მემგონი საინტერესოა...
თუ არ ჩათვლით საჭიროთ წაშალეთ მაშინ მაინტერესებს თქვენი აზრი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარნოებებზე, მაგალითად განდეგილით დავიწყოთ როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია განდეგილის მდგომარეობა?? რწმენის ნაკლებობამ თუ ადამიანურმა სისუსტეებმა? ჩემი აზრით მან არ იცოდა თუ რა უნდოდა, ბერობა თუ საერო ხალხთან ცხოვრება —„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე... უბედურსა...” სხვებსაც მივამატებ მერე თქვენი აზრი მაინტერესებს... |
marine |
Sep 27 2018, 02:32 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,153 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გორში სოფელ ვარიანის სამხრეთით მოზრდილი ჭაობი იყო, რომელიც წამლავდა ჰაერს და ზაფხულობით ციებას აჩენდა, ამ ჰაერმა დაუზიანა ფილტვები იაკობ გოგებაშვილს. ავადმყოფობა გაუღრმავდა მაშინ, როცა ის სასწავლებლად კიევის აკადემიაში გაემგზავრა. იქ სამი წლის ყოფნის შემდეგ ჭლექის ნიშნები გამოაჩნდა. ეს სნეულება მას მთელი ცხოვრება თან სდევდა. ამიტომაც არ უნდოდა ოჯახის შექმნა.
ფილტვების ტუბერკულოზი მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და ერიდებოდა, ცოლ-შვილი ამ სნეულებით არ დახოცოდა. იაკობს და დარია მამაცაშვილს გულწრფელი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ იაკობს ამ დიდ სიყვარულზეც უარი უთქვამს: "არა ვარ საერთოდ ცოლის შერთვის წინააღმდეგი, მეც მინდოდა ვყოფილიყავი ცოლ-შვილით ბედნიერი კაცი, მაგრამ რომ დავუფიქრდი, თუ რა დიდ მოვალეობას ვკიდებდი ხელს და როგორ დიდ ბოროტმოქმედებას ჩავიდენდი კაცობრიობის წინაშე ჩემი ცოლის შერთვით, უკან დავიხიე. ის არ იყო საკმარისი, რომ მე ავადმყოფი, ფილტვებშეშინებული ადამიანი ვიყავი, რომ კიდევ სხვა ავადმყოფი ხალხი გამეჩინა ქვეყნისათვისა! ეს ხომ დიდი დანაშაული იქნებოდა". სიკვდილის წინ იაკობმა ანდერძი შეადგინა, ფული ყველას გაუნაწილა, ის ასოთამწყობიც კი არ დაივიწყა, მის წიგნებს რომ აწყობდა, თვითონ კი... როცა დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს, თვითმხილველებმა თქვეს, მიცვალებულს დაკერებული ფეხსაცმელი ეცვაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 07:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი