სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Oct 1 2018, 08:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უბრალოება უწმინდესი ეფრემის განუშორებელი სამკაული რომ გახლდათ, ამის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მამა დემეტრემ (დავითაშვილი) მოგვითხრო ორი ამბავი, რომლებიც მისთვის უწმინდეს ეფრემთან დაახლოებულ სასულიერო პირებს მოუყოლიათ:
"პატრიარქი ეფრემი მოცალეობის ჟამს ლესელიძის ქუჩაზე გამოდიოდა თურმე სასეირნოდ. სიონის კიბეებთან ერთი მათხოვარი ჯდებოდა მოწყალების სათხოვნელად. უწმინდეს ეფრემს მასთან ჩამოჯდომა და საუბარი უყვარდა. ერთხელ ტაძართან სტუდენტს ჩამოუვლია და მათხოვრის გვერდით ჩამომჯდარი ძველი ტანსაცმლით შემოსილი პატრიარქისთვის შაურიანი ჩაუდია ხელში. ამ შაურიანს უწმინდესი ეფრემი თურმე მთელი ცხოვრება ინახავდა. ამბობდა, ეს ფული მე ჩემი შრომით მოვიპოვეო. ერთხელ რუსეთიდან ორი მღვდელმთავარი ჩამოსულა კათოლიკოს-პატრიარქის გასაცნობად. ვიდრე ეწვეოდნენ, სიონის საკათედრო ტაძარში შეუვლიათ მოსალოცად. ამ დროს უწმინდესი ეფრემიც ტაძარში ყოფილა ხატების გასაწმენდად. დიდებულად შემოსილ მღვდელმთავრებს ხის ხარაჩოზე ასული ჭაღარათმიანი, უბრალო კაბაში გამოწყობილი მოხუცი რომ დაუნახავთ, ასე მიუმართავთ: - Ей, послушник! - Я не послушник, - მშვიდად მიუგია პატრიარქს, ისე, რომ საქმე არ შეუწყვეტია. - Ну кто ты, монах? - Выше бери. - Что, иеромонах? - Нет, еще выше. - Архимандрит? - Ещо выше. - Епископ? - Ещо выше. - Патриарх! - აღმოხდათ მღვდელმთავრებს და მუხლი მოიყარეს მის წინაშე". ეს შემთხვევა მამა დემეტრესთვის იმ სასულიერო პირს მოუყოლია, რომელიც შემთხვევით შესწრებია ამ ამბავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი