სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Oct 1 2018, 08:40 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ უწმინდესს [ეფრემ მეორეს], როდესაც სიონის ტაძრის ეზოში შეკრებილ ახალგაზრებს მათი კითხვის საპასუხოდ კეთილი ძალის არსებობის შესახებ ესაუბრებოდა, მოუყოლია ერთი უჩვეულო ამბავი, რომელიც თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში გადახდენია თავს:
"ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა ხალხი დაშინებული იყო და ეკლესიაში ცოტა დაიარებოდა. მზის ჩასვლის ჟამი იყო. ამ დროს შემოვიდა ერთი ქალი პატარა გოგონათი. მიიყვანა გოგონა წმინდა ბარბარეს ხატთან, შემდეგ ჰკრა ხელი ბავშვს, მიახეთქა ხატს და უთხრა: "აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, შენც ხომ ქალი ხარ და დამეხმარე; თუ არ შეგიძლია მორჩენა, მოკალი და წაიყვანე. მე ამის საცოდაობის ყურება აღარ შემიძლიაო". გოგონამ ტირილი დაიწყო. მე შემეცოდა ბავშვი. ვიფიქრე: "თუ არ სწამს ამ ქალს, რატომ მოიყვანა ბავშვი, ხოლო თუ სწამს, რატომღა ეპყრობა ასე უდიერად ან ბავშვს, ან ხატს-მეთქი". მივედი მათთან და შევეკითხე - რატომ მოიქეცით ასე-მეთქი. ქალმა მიპასუხა, რომ გოგონა მისი შვილი იყო. თვალის ავადმყოფობით დაავადდა. ბავშვი ვერ მოარჩინეს ვერც ჩვენმა და ვერც უცხოელმა ექიმებმა. "ახლა მოვიყვანე აქ. თუ ძალა აქვს ღმერთს, მომირჩინოს შვილი და ამის შემდეგ მისი მოსამსახურე ვიქნებიო". შემოვაბრუნე ბავშვი და შემზარა - თვალები არც კი ეტყობოდა. გოგონას მოვეფერე, დავამშვიდე, მერე ვულოცე წმინდა ბარბარეს პარაკლისი. წყალი ვაპკურე, იმ წყლით წმინდა ბარბარეს ხატი განვბანე, ამავე წყლით ბავშვს თვალები მოვბანე, დანარჩენი კი სახლში გავატანე და ქალს ვურჩიე, ყოველ დილით მოებანა მისთვის თვალები. ამის შემდეგ ცოტა ხანი გავიდა. ერთხელ, როცა გასული ვიყავი ტაძრიდან ნავთის მოსატანად და ნელ-ნელა მოვეშურებოდი ნავთის ბიდონით შინისაკენ, უცებ ვიღაცამ მომკიდა ანაფორის კალთაზე ხელი და ნაზად მომქაჩა. მივიხედე და ჩემს წინ პატარა ლამაზი გოგონა იდგა. ბავშვს მოვეფერე და ვკითხე, რა უნდოდა. "დედიკომ მთხოვა, დაეწიეო", - მიპასუხა. მოვიხედე და დავინახე ქალი. მითხრა: "ვერ იცანით ბავშვიო? ეს ის თვალცრემლიანი გოგონაა, თქვენ რომ თვალები მობანეთ ნაკურთხი წყლით და სახლშიც გამატანეთო". ბავშვს თვალები მორჩენოდა და კვალიც კი არ ემჩნეოდა ავადმყოფობისა. ამის შემდეგ დედამისი წმინდა ბარბარეს მრევლი გახდა, სულ ეკლესიაში დაიარებოდა, ეხმარებოდა ეკლესიას ეკონომიურად და სიკვდილამდე არ უღალატია ღვთისთვის". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი