ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
kent5 |
Apr 4 2010, 02:38 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! ყველა მართმადიდებელს ვულოცავ ამ უდიდეს დღეს. იხაროს ჩვენმა სამშობლომ.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
Oct 2 2018, 07:50 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა იოანეს (კრესტიანკინი) ცხოვრებიდან ყვებიან: "დასამახსოვრებელი იყო მამა იოანესთვის 1949 წლის აღდგომა. დღესასწაულის მოლოდინში ფიქრობდა, ამ დიდებული ღამის სიხარული თუ როგორ მოეტანა თითოეული ადამიანისთვის, როგორ შეეძრა მათი გულები, რომლებიც ჯერ კიდევ შორს იყვნენ ეკლესიიდგან.
იდეა მომწიფდა: მან გადაწყვიტა სააღდგომო ლიტანიობა ილუმინაციით გაენათებინა. იმ ომისშემდგომ წლებში, გამოჩნდნენ მისი სულის მონათესავე ადამიანები, რომელთაც ომის გზები გამოიარეს. ეკლესიის გარშემო დატრიალდნენ ჯარისკაცები - პიროტექნიკოსები, რომლებიც კასრებს დგამდნენ, მავთულებს ჭიმავდნენ. მათმა სიყვარულმა და მონდომებამ ხორცი შეასხა ახალგაზრდა მღვდლის ჩანაფიქრს. დაიწყო სააღდგომო ლიტურგია: "აღდგმასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა"... ეკლესიის კარებთან ბაირაღები აფრიალდა. ამ დროს ცაზე მაცხოვრის უწმინდესი გამოსახულება გამოჩნდა. ცა განათდა მრავალფერი ცეცხლით, ქრისტეს ხატება მოლიტანიე ხალხის თავს ზემოთ აღმაღლებული, აუწყებდა მის მკვდრეთით აღდგომას. ეს იმ დროში გამოწვევა იყო. ასეთ "კადნიერებას" არავის აპატიებდნენ, მამა იოანე თვითონაც არ ელოდა ასეთ ეფექტს. სხვათა სიხარულის გამოც უხაროდა! და ამ დროს მიხვდა, რომ მისი ბედი უკვე "გადაწყვეტილი" იყო. რამდენიმე თვის შემდეგ დაიჭირეს და ისიც, ისევე როგორც იმ დროის მღვდლების უმეტესობა, გოლგოთის გზას გაუყენეს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი