სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დავით ივერიელი |
Jun 3 2007, 11:34 PM
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ჩვენ ვამაყობთ იმ უწყვეტი ჯაჭვით რასაც ქრისტიანობის (XIსაუკუნიდან მართლმადიდბლობის) 17საუკუნოვანე საქართველოში ჰქვია....
მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.” რა აზრის ხართ ამაზე.... როგორ შეეგუა ამას ჩვენი ეკლესია... ეკუმენიზმი ოხმ არ იყო ნეტა მაჳშნაცა... ? -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
| marine |
Oct 2 2018, 08:48 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- დავითისა და თამარის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე განსაკუთრებულად უყვართ საქართველოში. საბედნიეროდ, ისტორიამ მისი ხელრთვაც შემოგვინახა.
- სასიხარულოა, რომ მოგვეპოვება ხელრთვა ერთიანი საქართველოს მეფის, გიორგი V ბრწყინვალისა, რომელიც იყო დემეტრე II თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ძე (1299, 1318-1346 წწ.). მან 1316-1317 წლებში ელჩობა გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან, რის შედეგადაც ქართველებს დაუბრუნდათ ჯვრის მონასტერი და გადაეცათ ,,კლიტენი იერუსალემისანი". გიორგი V-მ მონღოლებისაგან განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა. მან საყაენოსთან ურთიერთობა შეცვალა და კარგი ურთიერთობა დაამყარა პირველ ემირ ჩობანთან, რითაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების საშუალება მისცა. მოიპოვა ხარკის აკრეფის უფლება. სამი წლის ალყის შემდეგ გორი შემოჭრილი ოსებისაგან გაათავისუფლა და საქართველოდან განდევნა. ურჩი ფეოდალები ცივის მთაზე სადარბაზოდ მიიწვია, შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. 1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მეფე მიქელი, ამით ისარგებლა და ქუთაისი დაიკავა. 1334 წელს სამცხეც შემოიერთა. XIV ს-ის 30-იან წლებში მეფის ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება წესრიგის აღსადგენად. გიორგის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სამართლის წიგნი "ძეგლის დადება", რომელიც განკუთვნილი იყო ქართლის მთიანეთში არეული სიტუაციის მოსაწესრიგებლად, ასევე შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი "ხელმწიფის კარის გარიგება". მეფემ შემოიღო ვერცხლის ახალი ფული "გიორგაული თეთრი". გიორგი V-მ საქართველოდან მონღოლებიც გააძევა და ამით დასრულდა მონღოლთა ასწლოვანი ბატონობა ქვეყანაში. მეფე აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. მას დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომის პაპთან, ეგვიპტის სულთანთან. სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა იტალიის ქალაქებთან - ვენეციასა და გენუასთან. გიორგი მეფეს "ბრყინვალე" უწოდეს იმის გამო, რომ მან დაშლილი ქვეყანა კვლავ გააერთიანა, წესრიგი აღადგინა და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი განამტკიცა. - და, მიუხედავად სამშობლოს წინაშე მისი უდიდესი დამსახურებისა, გიორგი ბრწყინვალე რატომღაც არ არის შესული ქართველ წმინდა მეფეთა დასში. როგორ ახსნით ამას? - მართლაც ფასდაუდებელია გიორგი V ბრწყინვალეს დამსახურება ქვეყნის ისტორიაში. საქართველოს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, მან ახლო ურთიერთობა დაამყარა რომის პაპთან. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს." ![]() /"კარიბჭე" N7, 2010, გვ.41/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
დავით ივერიელი მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და Jun 3 2007, 11:34 PM
marine "ქვეყნის შიგნით მ... Jul 12 2007, 03:16 PM
მამფალი
ჩვენ ვამაყობთ იმ უ... Jul 12 2007, 04:48 PM
ზესქვი_უჩა აუ მეც ვერ გავიგე. ა... Aug 8 2007, 01:59 AM
marine
აუ მეც ვერ გავიგე. ... Aug 8 2007, 09:40 AM
ზესქვი_უჩა ამ თემამ ძალზედ და... Aug 11 2007, 10:55 PM
უჩა ამ თემასთან დაკავშ... Sep 27 2007, 01:13 AM
sable საეპისკოპოსო კათე... Oct 21 2007, 11:48 PM
athos
მატიანეს სიტყვებ... Oct 23 2007, 04:46 PM
ბოლქვაძე საინტერესოა .... :unsure: ... Oct 23 2007, 04:51 PM
t.d საინტერესოა აუცილ... Oct 23 2007, 07:58 PM
marine
საინტერესოა აუცილ... Oct 24 2007, 09:56 AM
little akacia ალბათ მიხვდით საუბ... Feb 28 2011, 02:35 PM
ikanosi აუცილებელია. აქამ... Feb 28 2011, 03:35 PM
nikolas ჩემი ერთ-ერთი უსაყ... Feb 28 2011, 11:38 PM
marine "მაჰმადიანი მბრძ... Mar 4 2014, 10:57 AM
marine "გიორგი ბრწყინვა... Mar 28 2014, 01:11 PM
marine "[გიორგი ბრწყინვა... Jun 3 2015, 07:15 PM
marine "გიორგი ბრწყინვა... Aug 7 2015, 10:55 PM
marine "მე-14 საუკუნის დამ... Jun 8 2017, 10:31 AM
marine "მას [ისტორიკოსსა... May 6 2018, 11:00 AM
marine "XIV ს-ის დასაწყისშ... Nov 7 2019, 04:24 PM
marine "დაუღალავი ბრძოლ... Dec 9 2019, 09:29 PM
marine "გიორგი ბრწყინვა... Jan 18 2021, 09:05 PM
marine "გიორგი ბრწყინვა... Apr 5 2021, 08:43 PM
marine "გიორგი მეფეს ორჯ... Apr 8 2021, 06:25 PM
marine "1333-1334 წლებში ილხან... Dec 16 2021, 07:19 PM
marine "შემთხვევითი არა... Dec 17 2021, 09:32 PM
marine "[კათალიკოს-პატრი... Feb 5 2022, 07:32 PM
marine "საქართველოში კა... Apr 1 2022, 01:55 PM
marine "ასევე ცოტა მასალ... Jun 21 2022, 06:53 PM
marine "შუა საუკუნეების ... Jun 22 2022, 11:56 AM
marine "სამართლის გავლე... Jun 23 2022, 12:59 PM
marine "მიუხედავად იმის... Jul 21 2022, 07:27 PM
marine "გიორგი ბრწყინვა... Jun 16 2023, 08:17 PM
marine "გიორგი ბრწყინვა... Jun 17 2023, 10:59 AM
marine "მავანნი ცდიილობ... Oct 10 2025, 07:01 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 11:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი