ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
kent5 |
Apr 4 2010, 02:38 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! ყველა მართმადიდებელს ვულოცავ ამ უდიდეს დღეს. იხაროს ჩვენმა სამშობლომ.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
marine |
Oct 3 2018, 07:47 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ირაკლი (63 წლის): - საშინელი ურწმუნოება სუფევდა იმ დროს, როცა მე მოვევლინე ქვეყანას, თუმცა ეს ურწმუნოება არ იყო, ჩემს მეზობლებსაც და ჩემი ოჯახის წევრებსაც ხატებიც ჰქონდათ და ჩუმად ლოცულობდნენ კიდეც. ეს უფრო რწმენასთნ ბრძოლა იყო.
აქტიური კომკავშირელი ვიყავი, ხუთოსანი და სანიმუშო მოსწავლე. მაშინ ასეთთა გზა თბილისისკენ, უნივერსიტეტისკენ მოდიოდა. მაშინ უნივერსიტეტი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი გახლდათ. ეკლესიები კი იყო აქ, მაგრამ მე არ მქონდა შიგ შესვლის სურვილი. აღდგომა მოდიოდა და ვემზადებოდით, განა ლოცვითა და მარხვით. აღდგომა ეროვნულ დღესასწაულთან იყო გაიგივებული. ერთმანეთთან მივდიოდით, წითელ კვერცხებს ვუჭახუნებდით და ვხალისობდით. ვნების კვირას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ისიც არ ვიცოდი და კარგად ვიქეიფე დიდ ოთხშაბათს. იმ ღამეს თურმე ვლაპარაკობდი, - უფალო, უფალო, მიშველე-მეთქი. საიდუმლო სერობა მესიზმრა, უფალი იესო ქრისტე ისე, როგორც ხატებზეა, მოციქულთა შუაში იჯდა. მე ვიღაც შავი კაცი სიბნელისკენ მიმათრევდა. ეს ხატი არასოდეს მენახა, მაგრამ ვიცოდი, რომ შუაში მჯდომი უფალი იყო და მას შევღაღადებდი. უფალი წამოდგა, გადმოიხარა და ხელი გამომიწოდა. ის შავი კაცი სადღაც გაქრა. სული მოვითქვი და მაგიდასთან მივფორთხდი... იქ სინათლე და სითბო იყო. დაზაფრულს გამეღვიძა და მეორე დღეს ეკლესიაში გავქანდი. თვალით დავუწყე ძებნა ხატს და საკურთხევლის თავზე შევნიშნე. ისე გამიხარდა, რომ ცრემლი წამსკდა. იმღამინდელი ელდა, შიში და გადარჩენის სიხარული გამოყოლილი მქონდა. არ ვიცი, ვარ თუ არა ღირსი აღდგომისა, მაგრამ მას შემდეგ ვცდილობ, არ ვუღალატო უფალს, არ შევაქციო ზურგი მართლმადიდებლობას." "ქრისტე აღსდგა, ადამიანებო, ჭეშმარიტად აღსდგა!" "კიდევ და კიდევ უთვალავჯერ ვიტყვი - ქრისტე აღსდგა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი