მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 7 2018, 11:04 AM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ ამბის მოსმენის შემდეგ ერთმა ძმამ მამა არსენს ჰკითხა: - მამაო, თავიდან მთელი ღამე მღვიძარედ ვიყავი ხოლმე, სკვნილზე ორმაგად ვლოცულობდი, სულის შემუსვრილება და ცრემლები არასოდეს მიწყდებოდა. არ ვიცოდი, რა იყო ბრძოლა, მორჩილებას და სამუშაოს მონდომებით ვასრულებდი. მაგრამ ახლა ასე აღარ ვაიძულებ საკუთარ თავს, მთელი ღამე ლოცვაც აღარ შემიძლია და უარესი - დაჯდომისთანავე ძილი მერევაო.
- რამდენი საათი გძინავს? - ოთხი-ხუთი საათი. - შვილო, იმას ნუ უყურებ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ადრე ადამიანებს სხვანაირი აღნაგობა ჰქონდათ. ეს ძველი სხეული თავის საზღაურს ითხოვს. შენ მთელი დღე მძიმე სამუშაოს ასრულებ და ცოტა გძინავს. ამიერიდან ექვსი-ექვსნახევარი საათი გეძინოს: დაახლოებით ოთხი-ოთხნახევარი საათი დღისით, ორი საათი - ღამით. - მაგრამ, მამაო ღვაწლის შემსუბუქება შეიძლება? - მაშინ ამის მეტს ნუღარ დაიძინებ და ნურც ლოცვისას ჩაიძინებ! მეორე ძმამ ჰკითხა: - ღამე ლოცვისას ფეხები არ მემორჩილება, ამიტომაც უმეტესწილად ვზივარ, მაგრამ ზოგჯერ ძილი მომერევა ხოლმეო. - ღამის დარაჯი თუ ფეხზე დგომით დაიღლება, ჩამოჯდება. თუ ჩასთვლემს, ამისთვის არავინ დასჯის. მაგრამ საწოლზე გაშოტილს თუ მიუსწრებენ, სამუშაოდან გააგდებენ. ჩვენ თუ მოღვაწებისას ძილი მოგვერევა, დიდი უბედურება არ არის. თუ მაცდური ლოგინში ჩვენს ჩაწვენას მოახერხებს, მაშინ შეგვჭამს კიდეც. - მამაო, როცა ძილი გვერევა, მაშინ რა ვქნათ? - ამისთვის ბევრი წამალი არსებობს. თუ ფეხზე მდგარი ლოცისას დაიღალე, არ დაჯდე, დაიჩოქე. თუ მუხლმოდრეკილს გძინავს, წამოდექი. ცოტა გაიარ-გამოიარე, ხმამაღლა ილოცე, ტკივილით და სიღრმით გულისა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ან სახეზე წყალი შეისხი. ისააკ ასური ამბობს: "ცხონების მოსურნე ამისთვის სხვადასხვა საშუალებებს გამოიგონებსო". თუ ესეც არ გშველის, მაშინ არსებობს ერთი უდიდესი საშუალება, მამა იოსები მას ყველა ვნების წამალს ეძახდა: "მოტეხე ტოტი და როცა ძილი ან გულისთქმები თავს დაგესხმება, ერთი-ორჯერ ფეხებზე მაგრად მიირტყი. ვნახოთ, გაგეღვიძება თუ არა!" ჩვენი მოძღვრისგან (მამა იოსებ მღვიმელი, - კ.კ.) დაწესებული გვაქვს, ღამისთევის წინ გასამხნევებლად ერთი ჭიქა მაგარი ყავა დავლიოთ. თუ თავიდანვე თბილი ლოცვა, ჭვრეტა და გულის შემუსვრილება გვაქვს, მაშინ ეს ყველაფერი არ გვჭირდება და ჩვენი კანონი უნდა შევასრულოთ. მოგვიანებით, როცა "მოტორი" დაგვისუსტდება, კვლავ ავამუშავებთ სხვადასხვა ხელოვნური საშუალებით: ჩვეულებრივი მუხლთადრეკით და ჯვრის გამოსახვით, რომელსაც გვავალებს ყოვედღიური კანონი, თითოეული იმდენ მეტანიას აღვასრულებთ, რამდენსაც მოძღვარი განგვიკუთნებს. მაგრამ, ყველა ეს წამალი მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ მოტორი ავამუშაოთ, ვიდრე ქრისტეს გულმოწყალება გულს არ გვითბობს. თუ უფალი მცირე ცრემლსაც გვიბოძებს, მაშინ თვალნიც აგვიელვარდება. ვიდრე ახალგაზრდები ხართ, იღვაწეთ, რომ ქრისტესა და ღვთისმშობლის სიყვარული მოიპოვოთ და იგემოთ ეს ცრემლები. შეიძინე ეს ცრემლები - ღამისთევა დღესასწაულად გექცევა". ამის გარდა, მამა არსენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სხვა ფაქტორებსაც, მაგალითად, ამინდს: "საუკეთესო დრო ლოცვისთვის შემოდგომა და გაზაფხულია. თუ წლის ამ დროს ლოცვაში ვბრკოლდებით, მაშინ სხვა რამეშიც შეგვეშლება ხელი და აუცილებელია დაფიქრება, აღსარების თქმა და გრძნობების დაცვა. ამიტომაც, რამდენადაც შეძლებთ, დაიცავით თავი ურჩობისაგან, განკითხვის, სიამაყის, შურის, გულის გაციების, ნაყროვანებისგან და სხვათაგან, რაც ცთუნებათა კარს აღებს. გაღვიძებისთანავე წამოდექი და გონება მოიკრიბე, მონაზვნობა ჩვენგან სიფხიზლეს ითხოვს, ამაზეა დამოკიდებული, ვცხონდებით თუ წარვწყმდებით. წამოდექი, ჯვარი გამოისახე და თქვი: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი