სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
მატასი |
May 23 2007, 01:00 AM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ... სამწუხაროდ არ ვიცოდი, და ვიფიქრე შეიძლება კიდევ ვინმემ არ იცოდესთქო...
და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა "მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა" მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი.... 1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა.... ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს... შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი... "ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს" -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
marine |
Oct 14 2018, 09:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და ქურდულად მოკლა. "ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს. იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს", - წერდა აკაკი წერეთელი.
1887 წლის 30 ოქტომბერს წმინდა ილია ჭავჭავაძე "ივერიაში" დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების გამო წერდა: "ერთმა ჩვენმა მეგობარმა გვითხრა: დიმიტრი ყიფიანი იყო კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა "ჰოს", როცა მისი გული ამბობდა "არას", ძნელია უკეთესად გამოთქმა ადამიანის ღირსებისა". იმ დღეებში წმინდა ილია მართალმა არა მარტო აღწერა და საზოგადოებას გააცნო დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი, არამედ საერთოდ ჩამოაყალიბა "მადლისმქმნელი" პიროვნების კონცეფცია. იგი წერდა: "როცა ამისთანა კაცი სამუდამოდ მიდის, თითქო ჩემი და თქვენი წილადხდომილი სინათლე მზისა თან მიაქვსო, თითქო თითოეული ჩვენგანი ჰგრძნობს, რომ თან ჩემი, თქვენი ნაწილი, ჩემი, თქვენი ბედნიერება წაიღო, თითქო ვგრძნობთ, რომ ამისთანა კაცთან ერთად ჩვენს საკუთარ ბედნიერებასაც ვკარგავთ და ამის შემდეგ რაღა საკითხავია, რომ მივტირით ამ დაკარგულ ბედნიერებასა". ყიფიანის დაკრძალვაზე წმინდა ილია მართალმა და აკაკიმ ხალხმრავალი თავყრილობა მოაწყვეს, რომელიც შემდეგ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დემონსტრაციაში გადაიზარდა. 8 ნოემებრს თბილისში, მთაწმინდისკენ, უკანასკნელ გზაზე დიმიტრი ყიფიანს მთელი საქართველო მიაცილებდა. ნიკო ავალიშვილი იხსენებს: "სამღვდელოების წინ მოქცეულ ალექსანდრე ეპისკოპოზს თითქოს ზეგარდმოშთაგონება მოევლინა, რუსის რაზმის შიგ პირში მდგარმა, მოზღვავებულ ხალხს თვალი გადაავლო და ჯვრის წინ წაწევით მტკიცე ნაბიჯი გადადგა რაზმშუა. რაზმი მსწრაფლ გაირღვა... ამგვარად ჯვრის მაღლა წინ ამართვით იწყეს სვლა ეპისკოპოზმა, სამღვდელოება უკან მოექცა მას და მთელი ლიტანიაც აღარავის შეუჩერებია, თავისუფლად გაიარა პროსპექტი, სასახლის ქუჩა და ყველა ის ქუჩები, სადაც გეგმით უნდა გაეარა ლიტანიას". მთაწმინდაზე სამგლოვიარო მიტინგზე აკაკი წერეთელი დიმიტრი ყიფიანს ასეთი სიტყვებით გამოემშვიდობა: "მშვიდობით, ხორციელად ჩვენგან დაკარგულო, მაგრამ სულიერად კი საშვილიშვილოდ მოკავშირევ, ჩვენო დიდებულო მოძღვარო!" მოგვიანებით მის ნეტარ ხსოვნას აკაკიმ თავისი უკვდავი "განთიადი" უძღვნა." /"კარიბჭე" N10, 2010, გვ.34/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი