![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა გაბრიელი უფლის ჯვარცმაზე ისე ჰყვებოდა, თითქოს ახლა, ამ წუთში მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და თან ტიროდა. მას სურდა მორწმუნეებიც გაეხადა უფლის ვნების თანაზიარნი, ეუბნებოდა ხოლმე: "მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო".
“უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... იდგა მშვიდი დაუმანკო. უკიდეურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ. გაუთავებლმა დაკითხვამ, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ სასიცოცხლო ძალები თანდათან დაუშრიტა“. “სისხლიან კლდემდეც მივაღწიეთ, სადაც უფალი ჯვარზე მიალურსმეს.. 11 საათია... ჩაქუჩის კაკუნი თითქოს ახლაც ცხადად დგას ჰაერში და გულიდან გულს გადაეცემა...“ "ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვარული ძველისძველი ძელისგან შეკრეს". "მამა ვიტალი (სიდორენკო) დიდ პარასკევს საერთოდ არ საუბრობდა. ასე მიაგებდა პატივს უფლის ვნების დღეს. სულიერ შვილებს ასწავლიდა, რომ მთელი ვნების შვიდეული ტაძარში ეარათ, ამაოებისთვის არ ეზრუნათ, მხოლოდ სადილის მომზადების ნებას რთავდა. ამბობდა, ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეებიო. დიდი ორშაბათით იკურთხება მთელი წლის ორშაბათი დღეები, დიდ სამშაბათით - სამშაბათები და ასე შემდეგო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- საეკლესიო გარდამოცემის თანახმად, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ისტორიაც აბრაამის ხანიდან იღებს სათავეს...
- ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ერთხელ წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრები ლოთიც ჩავარდა მძიმე ცოდვაში. სინანულით შეპყრობილმა ღვთის სათნო აბრაამს სთხოვა, მისი სული უფლისთვის შეევედრებინა. აბრაამმა სამი ხმელი ტოტი მისცა და უთხრა: დარგე ეს ტოტები გვერდიგვერდ და ყოველდღე მორწყე, თუ განედლდება და აყვავდება, ესე იგი ღმერთმა შეგინდოო. ლოთი ასეც მოიქცა. ტოტების მოსარწყავად მიმავალს გზად ყოველდღე ხვდებოდა უცნობი მგზავრი, რომელიც წყალს სთხოვდა. ლოთიც აწვდიდა დოქს, რადგან წინაპართაგან იცოდა, რომ მშიერი უნდა დაეპურებინა და მწყურვალისთვისაც წყალი მიეწოდებინა. უცნობი მგზავრი დოქს ცლიდა და ლოთს ხელში ცარიელი ჭურჭელი რჩებოდა. ბოლოს ლოთმა ცრემლებით მორწყო ხმელი ტოტები, შემდეგ აბრაამთან მივიდა და ყოველივე აუწყა. აბრაამმა ორი ტოტი აიღო, გადააჯვარედინა, დოქის პირზე დაადო, ლოთს გაუწოდა და უთხრა: როდესაც გზად მიმავალს კვლავ შეგხვდება უცნობი მგზავრი, ასე მიაწოდეო. ჯვრის ნიშის ხილვისას უცნობი ყვირილით განეშორა ლოთს, რომელსაც შემდგომ აბრაამმა აუხსნა, რომ მგზავრის სახით დემონი ხვდებოდა და ის ჯვრის გამოსახულების ხილვამ დააფრთხო. ლოთი სამი წელი რწყავდა ხმელი ხის ტოტებს. ბოლოს ტოტები განედლდა და აყვავდა. სამივე ტოტი ერთ ხედ შეერთდა და ასე გაიზარდა. ამ ხის შესახებ შემდგომ სოლომონ მეფეს უბრძანებია: კურთხეულია ხე, რომლის მეოხებითაც ადამიანები გადარჩებიანო. იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისას გადაწყვიტეს, ეს ხე სამშენებლო მასალად გამოეყენებინათ, იგი მოჭრეს, მაგრამ მშენებლებმა ვერ გამოიყენეს და ტაძრის კედელთან მიაგდეს. მოგიანებით ხე ტაძრის წინ ჩამავალ ნაკადულზე გადასასვლელ ხიდად გადეს, რომლითაც ასწლეულების მანძილზე სარგებლობდნენ ადამიანები. მაცხოვრის მტრებმა მის უკიდურესად დასამცირებლად სწორედ ამ ხიდად გადებული ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც მიამსჭვალეს განკაცებული უფალი..." /არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 05:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი