ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო |
peritoniti |
Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
|
marine |
Oct 16 2018, 05:50 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რუსმა მეცნიერებმა კვანტური ფიზიკის პოზიციებიდან შეისწავლეს ჯვარი და გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ. მათმა ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა შიპუნოვმა ამ შედეგების შესახებ საქვეყნოდ განაცხადა. მალე შიპუნოვი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.
აი, რა აღიარა მეცნიერმა: „ჩვენი ცდებით დამტკიცდა, რომ ჯვარი ერთადერთი მექანიზმია მთელს პლანეტაზე, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს წარმოქმნის, ანუ ჩვენი სიცოცხლისთვის უზრუნველჰყოფს ელექტრულ კვებას, რომლის გარეშეც არც ერთ ცოცხალ უჯრედს არ შეუძლია არსებობა. ყველაზე საინტერესო, აი, რა არის - ჯვრის იმ კუთხეში, სადაც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები გადაიკვეთებიან, ჩვენს ბიოსფეროში მთელი სამყაროდან შემოსული ენერგია ჰორიზონტალურ ნაკადად წარმოიქმნება. და ჯვრის სწორედ ეს ადგილი მარჯვნივ და მარცხნივ უთვალავ, მილიარდობით დამუხტულ ნაწილაკს გადმოაფრქვევს. ნაწილაკები გამოიფრქვევა კონებად.. ხოლო დიდ დღესასწაულებსა და ღვთისმსახურების დროს ჯვრიდან გვირგვინისებური გამოსხივება შეინიშნება. მერე ჯვრის ვერტიკალური შემადგენლიდან ეს ენერგია ტაძრის სივრცეში ხვდება და იქ ელექტრული ენერგიის უზარმაზარ პოტენციალს ქმნის. ამიტომაც ტაძარი, თანამედროვე კვანტური მექანიკის თვალსაზრისით, ენერგიის უზარმაზარ გამომსხივებელს წარმოადგენს. ეს გამოსხივება უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება და, ფაქტიურად, თავის გარშემო არსებული სივრცის მთელ ელექტრომაგნიტურ სტრუქტურას გარდაქმნის. ამას შემდეგ უზარმაზარი ძალის უფრო ფაქიზი ველების გარდაქმნაც მოსდევს, ანუ ტაძრის გარშემო სივრცე მთლიანად იცვლება. ...ჯვრები თვით მიტოვებულ ტაძრებშიც კი გამოასხივებენ ენერგიას. ყველა ჯვარი სხვადასხვა ხარისხისას გამოასხივებს. ყველაზე ძლიერად ოქროსი, ლითონის - შედარებით ნაკლებად... გამოასხივებს ხის ჯვარიც. ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ჯვრის ვერტიკალური ნაწილი კოსმოსურ რადიაციას ღებულობს, ჰორიზონტალური ნაწილი კი მას დედამიწის ზედაპირზე გადაასხივებს. ჯვარი წარმოადგენს ელექტრული მუხტების ყველაზე ძლიერი გამოსხივებელს და, სხვათა შორის, მაცოცხლებელი მუხტებისას, რომელთა რაოდენობა დედამიწაზე არა კმარა. ეს წმინდა ფიზიკური მოვლენაა. ჯვარი - ესაა დედამიწაზე სასიცოცხლო ძალების კვების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლენა. მეორე ასეთი არ არსებობს ბუნებაში“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი