წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 25 2018, 01:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] მცენარეებსაც კი უფრთხილდებოდა და ყოველგვარ უხეშობას, რაც მათ ზიანს აყენებდა, მადლის მოქმედების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდა".
"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] ამბობდა, რომ სულიწმინდა ყელა ქმნილების სიბრალულს გვასწავლის და ამიტომ "საჭიროების გარეშე" ხის ფოთოლიც კი არ უნდა დავაზიანოთ. "ხის ფოთოლი მწვანეა, შენ კი იგი საჭიროების გარეშე მოგლიჯე. მართალია, ეს ცოდვა არ არის, მაგრამ გულს, რომელმაც სიყვარული ისწავლა, რატომღაც ებრალება ეს ფოთოლი, ებრალება ყველა ქნილება", - ამბობდა იგი". "ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] ამბობდა, რომ ყველაფერი ადამიანის მსახურებისთვის შეიქმნა და ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში ყველა ქმნილებით შეიძლება ვისარგებლოთ. მაგრამ ამავე დროს, ადამიანს ქმნილებებზე ზრუნვის ვალდებულებაც აქვს დაკისრებული. ამიტომ ცხოველებისთვის ან მცენარისათვის საჭირეობის გარეშე რაიმე ზიანის მიყენება მადლის კანონს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, ცხოველებისადმი მიჯაჭვულობაც ასევე ეწინააღმდეგება ღმრთის მცნებებს, რადგან იგი ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულს აკნინებს. ვისაც ნამდვილად ადამიანი და მთელი სამყაროსთვის ცრემლებიც ლოცულობს, იგი ცხოველებს არასოდეს მიეჯაჭვება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი