სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა |
marine |
Sep 11 2017, 11:47 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახალგაზრდობის წლები რადიკალურად განსხვავდება სიბერისაგან, რამეთუ სიბერეში უფრო დიდი სულიერი გამოცდილება გაქვს დაგროვილი. როდესაც ერთ ბერს ჰკითხეს, თუ როგორ ცხოვრობთ სიბერეშიო, მიუგო: - ერთხელ კიდევ თავიდან ვიწყებ ცხოვრებას, ვინაიდან, რაც უკვე გამოვიარე, ის კვლავ მეორდებაო... მეც ასე ვარ და ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა უფალს!"
/მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელი/ "დაპურებულ ასაკში" /გულნაზ ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 26 2018, 01:43 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მშობლების სიყვარულს, პატივისცემას, მორჩილებასა და მათ უზრუნველ მოხუცებულობას უფლის მეათე მცნება გვავალდებულებს: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ დღეგრძელ იყვნე ქვეყანასა ზედა".
თუკი ჩვენ მათ მოხუცებულობას, უძლურებას და მწუხარებას ვიტვირთავთ და გავითავისებთ, ამავე მცნებით ვიღებთ უფლისგან დაპირებას, რომ ცოდვები მოგვეტევება, კეთილი მოგვეზღვება და უზრუნველი, მხცოვანი სიბერე მოგვემადლება და ამქვეყნიურ ცხოვრებას კეთილდღეობაში გავატარებთ. ეს - ოჯახის კურნების და გადარჩენის გზაა, და პირიქით, თუ ვინმე ძვირს ამბობს ან შეურაცხყოფს საკუთარ მშობლებს, წყევლის და დრტვინავს მათზე, ის უფლის წინაშე უდიდეს ცოდვას ჩადის, საზოგადოების მიერ კი დაწყევლილი იქნება. ეკლესიური კანონმდებლობით, ვინც მშობელზე ხელს აღმართავს, განიკვეთება ეკლესიიდან და ზიარებიდან, დაე, მოკვდეს იგი ულმობელი სიკვდილით, რამეთუ დაწერილია: "მამის წყევლა გაახმობს, დედის კი ძირფესვიანად ამოაგდებს". დედ-მამის ურჩი შვილები თავს იღუპავენ. მამისა და დედის შემრისხველი სიცოცხლის დღეებს იმოკლებენ, რაოდენ მართალიც უნდა ეგონოთ თავი უფლის წინაშე, ასეთნი წარმართებზე უარესნი და ბიწიერების თანამზრახველნი არიან, რომელთა შესახებაც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მოკვდება ბიწიერი, ვერ იხილავს უფლის დიდებას". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი