მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 30 2018, 01:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
პავლე მოციქული
"შეიძლება ითქვას, პავლე მოციქულზე მასშტაბური და ბუმბერაზი ფიგურა ქრისტიანობის ისტორიაში ძნელად მოიპოვება. ამით რომელიმე მოციქულს, წმინდანსა თუ მოღვაწეს როდი ვაკნინებ. მოქცევიდან 35 წლის განმავლობაში, რომში, თავისკვეთამდე, იგი არ გაჩერებულა და დაუღალავად ამოწმებდა ქრისტეს სარწმუნოებას. დამასკოს გზაზე მისი მოქცევისა და სამდღიანი სიბრმავის ამბავი, რომლის დროსაც მას არც საზრდელი უხმევია და არც წყალი, ძალზე საინტერესოდაა აღწერილი "საქმე მოციქულთაში", რაც მარხვის ან პროტესტის ფორმა კი არა, მართლაც შოკური მდგომარეობა იყო და უღრმესი გააზრება და ქრისტიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა მისი რწმენისა და უდიდესი განათლებისა. პავლესთვის მართლაც აღმოჩენა იყო, რომ ქრისტე სწორედ ის მესიაა, რომლის შესახებაც მოსედან ვიდრე იოანე ნათლისმცემლამდე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებდა. იგი მაშინდელი სამყაროს უგანათლებულესი ადამიანი იყო, დიდი სწავლულის, გამალიელის მოწაფე. სწორედ ამ სამმა დღემ აქცია ქრისტიანობის მდევნელი სავლე პავლედ. მისი თეოლოგიური და საერო განათლება და ძველი აღთქმის ახალთან შესაბამისობაში მოყვანა ძალზე კარგად ჩანს მის ეპისტოლეებში, რომლებიც ქრისტიანული ღვთისმეტყველების მწვერვალია და ამასთანავე, პლატონის, სოკრატეს არისტოტელეს და სხვა უდიდეს მოაზროვნეთა ინსტალაციას და ქრისტიანული სულით გაჯერებას წარმოადგენს. ეს მემკვიდრეობა მართლაც დიდი განძია ახალი აღთქმის ეკლესიისა. როგორც გითხარით, "საქმე მოციქულთა" პავლე მოციქულის თავისკვეთაზე არაფერს ამბობს და რომში კეისრის სამსჯავროს მოლოდინამდე გრძელდება, სადაც დაახლოებით 10 წლის მანძილზე იღვაწა და მეოთხე სამისიონერო მოგზაურობაც განახორციელა. მხოლოდ ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნისას მოხდა მისი და პეტრე მოციქულის შეპყრობაც და რომში სიკვდილით დასჯაც, რაც უტყუარი ფაქტია. პავლე მოციქული ძალზე პრინციპული ადამიანია, რაც სრულებითაც არ გულისხმობს სიჯიუტეს. ისევ მაგალითს მოვიხმობ: ქრისტეს აქეთ 49 წელს იერუსალიმში, მოციქულთა კრებაზე მთავარი საკითხი ის გახლდათ, აუცილებელი იყო თუ არა მოსეს სჯულის აღსრულება და წინადაცვეთა ებრაელობიდან მოსული ქრისტიანებისთვის. პავლე ამას საჭიროდ არ თვლიდა და ამტკიცებდა: თუკი ქრისტეში ნათელვიღეთ, ამის აღსრულება რაღა საჭიროაო. მაგრამ ამ კრების შემდგომ მან, ერთი შეხედვით, არაადეკვატური რამ ჩაიდინა: თავის მოწაფე ტიმოთეს წინადააცვეთინა, გარეგნული ნორმა დაარღვია და უმთავრესი - სიყვარულის კანონი აღასრულა, რადგან სხვაგვარად ებრაელობას ვერ შეიძენდა. მისი პრინციპულობა მუდამ ადამიანთა მოქცევასა და გადარჩენას მსახურებდა და ყველას და ყველაფერს ამ მიზნისთვის იყენებდა. სადაც საჭიროა, რომის მოქალაქეა, სადაც საჭიროა - ფარისეველი, ებრაელი ბენიამინის შტოდან, რაც, როგორც ზოგს ჰგონია, უპრინციპობა და ორსახოვნება კი არა, მიზანმიმართული მოქმედებაა ადამიანთა მოსაქცევად. თითოეული დღე - ბოლო დღე იყო მისთვის, მიუხედავად ფიზიკური უძლურებისა, უდიდესი თავგანწირვით ამსახურა ყოველი უფალს. კარვების კერვას მიჰყო ხელი, რათა ადამიანთა ყვედრებით დაღლილს თავი ერჩინა. შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანი, რომელსაც არც მიწაზე მოღვაწე ქრისტე უნახავს და არც მისი სასწაულები და მისი მდევნელიც კი იყო, უდიდესი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ სამართლიანად აღამაღლა მოციქულთა თავის რანგში." /დეკ. ლევან მათეშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი