სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი |
მატასი |
May 23 2007, 01:00 AM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ... სამწუხაროდ არ ვიცოდი, და ვიფიქრე შეიძლება კიდევ ვინმემ არ იცოდესთქო...
და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა "მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა" მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი.... 1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა.... ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს... შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი... "ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს" -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
marine |
Oct 30 2018, 09:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიმიტრი ყიფიანის უფროსი შვილის, ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწის, ნიკოლოზ ყიფიანის მეცადინეობით გაიხსნა ქვიშხეთში პირველი დაწყებითი სკოლა, მან გამოაქვეყნა საინტერესო წერილები გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი წერეთლის ზოგიერთი ნაწარმოების შესახებ, "ქართული პოეზიის ნიმუშები" და მათი გარჩევა, აგრეთვე წერილი ფერეიდნელი ქართველების მდგომარეობის შესახებ.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1890 წელს, ნიკოლოზ ყიფიანი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამკურნალოდ და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ბელგიაში დასახლდა. იყო ბრიუსელისა და მონსოს უნივერსიტეტების პროფესორი. მიუხედავად უცხოობაში ყოფნისა, საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, ხშირად გზავნიდა კორესპონდენციებს. გარდაიცვალა ბრიუსელში 1905 წელს. დაკრძალულია იქვე. ნიკო ყიფიანის უმცროსი ქალიშვილი ბარბარე ევროპის სამეცნიერო წრეებში ცნობილი ფსიქოფიზიოლოგი გახლდათ. ევროპაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა. 1910-იან წლებში მისი თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა ქართული განყოფილება. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ ბოლშევიზაციის პერიოდში ახალი ხელისუფლებისაგან დევნილი გადავიდა ბრიუსელში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ნინო (ნუცა) ყიფიანი, ნიკო ყიფიანის უფროსი ქალიშვილი, დაიბადა ქვიშხეთში. სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, საიდანაც გარიცხეს რევოლუციური შეხედულებებისთვის. იგი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება 900-იანი წლების განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც რამდენჯერმე მეტეხის ციხეში იჯდა. ნინო ყიფიანს აეკრძალა რუსეთის იმპერიაში ცხოვრება და იძულებული გახდა, სამშობლოდან წასულიყო. 1920 წელს დაბრუნდა და ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანისეულ სახლში გარდაიცვალა. დასაფლავებულია იქვე. დიმიტრი ყიფიანის უსაყვარლესი შვილი ელენე ქვიშხეთში დაიბადა. მამა მას ეძახდა ლოკას, ლოკოკინას, ლოლიას. იყო მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღრებისა და სასულიერო საგალობლების შეკრება-ნოტებზე გადატანაში. იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას. მონაწილეობდა ქვიშხეთში საზაფხულო სკოლების გახსნაში. ელენეს მეუღლე იყო ქუთაისელი ვექილი ანტონ ლორთქიფანიძე. დიმიტრი ყიფიანმა თავისი მამული სამივე შვილს თანაბრად გაუყო. ელენეს შეხვდა ჩუმათელეთი და ტაშისკარი. ნინო ყიფიანი დიმიტრი ყიფიანის უსაყვარლესი რძალი და ცნობილი მსახიობის, კოტე ყიფიანის მეუღლე გახლდათ. ნინო გორის მაზრის სოფელ ძვილეთში დაიბადა. მამამისი, ბეჟან ტატიშვილი, ადრე გარდაიცვალა და დარჩა ობლად 7 ბავშვი, რომელთაგან უფროსი 10 წლისა იყო. ნინოს დედამ შემწეობა სთხოვა დიმიტრი ყიფიანს, რომელმაც გულთან მიიტანა ობლების ბედი. პატარა ნინო ხშირად დადიოდა დეიდასთან (ის ცოლად ჰყავდა დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილს ვასილ ყიფიანს), რომელიც ქვიშხეთში იყო გათხოვილი. მას მუსიკასა და წერა-კითხვას ასწავლიდა დიმიტრის ქალიშვილი ელენე. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე კოტე ყიფიანი. ნინო შეუდგა სწავლას და თვითგანათლებას, თავად დიმიტრი ასწავლიდა ფრანგულ ენას უსაყვარლეს რძალს. მამამთილი მის სურათს ჯიბით ატარებდა და ასე აცნობდა ნათესავებს. ნინოს ხელმძღვანელობით ზაფხულობით იხსნებოდა საზაფხულო სკოლები, სადაც უღარიბესი ბავშვები უფასოდ სწავლობდნენ წერა-კითხვას და ანგარიშს. 1893 წელს ქვიშხეთს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა ქართველ მოღვაწეებთან ერთად. მას ლუარსაბ ყიფიანმა უმასპინძლა. მეორე დღეს ილია დიმიტრი ყიფიანის ოჯახს ესტუმრა, მას ნინო ღირსეულად დახვდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნინო საბოლოოდ დასახლდა ქვიშხეთში და მარტო უვლიდა სახლსა და მამულს. დიმიტრისეული კარმიდამო სიცოცხლეშივე გადასცა მწერალთა კავშირს. თავისთვის ორი ოთახი დაიტოვა და სიკვდილამდე ცხოვრობდა თავის ნათლულთან, ანეტა ყაზიშვილთან ერთად. ანეტა იყო მისი მფარველი და პატრონი, ნინომ ხელში დალია სული 1937 წელს, დაკრძალულია ყიფიანების აღდგომის სახელობის საგვარეულო ეკლესიაში." /"კარიბჭე" N11, 2010, გვ.25/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი