მეტეორა, მეტეორას მონასტრები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეტეორა, მეტეორას მონასტრები |
supernika |
May 18 2014, 03:45 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 20-December 13 წევრი № 13,473 |
მოგესალმებით, მაინტერესებს პრაქტიკული ინფორმაცია მეტეორას მონასტრების შესახებ. თუ ვინმე ხართ უკვე ნამყოფი, რაიმე რჩევის მოცემა ხომ არ შეგიძლიათ, რაც ჩემი მომავალი მოლოცვის დროს დამეხმარება. წინასწარ დიდი მადლობა.
|
marine |
Nov 6 2018, 09:18 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მეტეორა
საბერძნეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე, პინდუს და ხასიას შორის, თესალონიკის ახლოს აღმართულია დიდებული მთები, სადაც მეტეორა მდებარეობს. მუქი ფერის გიგანტური კლდეების მნახველს ეუფლება შიშნარევი აღფრთოვანება. ეს გეოლოგიური მოვლენა ერთადერთია მსოფლიოში და მისი ახსნა ჯეროვნად ვერავინ შეძლო. მეტეორა ციურს, ცისას, ცის ქვეშეთს ნიშნავს. მეტეორას ყურადღება მიაქციეს ბერებმა და დაიდეს ბინა მწვერვალზე, რადგან ეგონათ, რომ უფალთან უფრო ახლოს იქნებოდნენ. ეს მოხდა XI საუკუნის დასასრულს და XII საუკუნის დასაწყისში. უფლის სადიდებლად ბერები მოდიოდნენ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც აიგო 1162 წელს. აღადგინეს და განაახლეს 1867 წელს. XIII საუკუნის დასასრულს თესალიის ხელში ჩაგდება ბევრს უნდოდა. ბიზანტიელები იპირუდან მოვიდნენ, ალბანელები - ჩრდილოეთიდან, სერბები და თურქები - აღმოსავლეთიდან. ასეთი ურწმუნოების, დაუცველობისა და შიშის გამო მოსახლეობის უმეტესობა ითხოვდა ბერულ ცხოვრებას მეტეორაზე. როდესაც ბერების სათაყვანო გმირმა სტეფანო დუშანმა XIV საუკუნეში აიღო თესალია და დასავლეთი საბერძნეთი, შეწყდა რომაელების და ალბანელების მბრძანებლობა და სიმშვიდემ დაისადგურა. იმ პერიოდში მეტეორაზე პირველ განმანათლებლად და ბერული ცხოვრების დამაარსებლად ითვლება ბერი ნილე. 1367 წელს მან შეიერთა იპაპანტის უძველესი მონასტერი. მეტეორაზე სულ ოცი სავანეა. 1475-1476 წლებში დაფუძნდა სამების ტაძარი, რომელიც 1483 წელს მოიხატა. 1393 წელს თესალია აიღეს ოტომანებმა. ისინი ძარცვავდნენ და ავიწროებდნენ მონასტრებს, ამიტომ ბერები იძულებული გახდნენ, თვითონ დაეცვათ მონასტრები. XVIII საუკუნეში კი თურქ-ალბანელებმა დაიწყეს იქაურობის აოხრება. გაუდაბურდა თესალია, მაშინდელმა ბატონმა ალი პასამ დიდი გადასახადები დააკისრა მეტეორას მონასტრებს. პროტესტის ნიშნად თურქების წინააღმდეგ აღდგა მამა თიმიუ ვლახავა აბჯროსანი. მის მამასაც აბჯროსნად მოიხსენიებენ. მამა თიმიუ 1808 წელს აუჯანყდა ალი პასას ლარისასა და ტრიკალაში. თანამებრძოლებთან ერთად ის წმინდა დიმიტრის ეკლესიაში იდგა. შეტაკება მოხდა კასტრაკში 1809 წელს. აჯანყებულები დამარცხდნენ. მამა თიმიოს ვლახავა დააპატიმრეს და იოანინაში სიკვდილით დასაჯეს. აჯანყებულთა დასაშინებლად ოთხად გაჭრეს. ალიმ დაადანაშაულა მეტეორა აჯანყებულების თანადგომაში და წმინდა დიმიტრის ეკლესია დაანგრია. მეტეორას სახელგანთქმულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა ძვირფასი პერგამენტები და დოკუმენტური მასალა, წიგნები საეკლესიო ცხოვრებაზე. მეტეორაზე სხვადასხვა ეპოქაში მოქმედებდა შემდეგი მონასტრები: პანტოკრატორის - ყოვლადძლიერი, იფსილრტერა (სამყარო), კონსტანტინეს კელია, ღვთისმშობლის მონასტერი, მოდიონი, წმინდა პავლეს, კალისტრატეს მონასტერი, წმინდა გიორგის და წმინდა მანდილას, წმინდა ალისეს მონასტერი, იპაპანტი, წმინდა დიმიტრის, სტილუს მონასტერი, წმინდა მიკანი. დღეს კი მხოლოდ ექვსი მოქმედი მონასტერი ელოდება მომლოცველებს. /"კარიბჭე" N11, 2010, გვ.44/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 08:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი