მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 8 2018, 05:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ანდრია მოციქული
მეორე მისიონერული მოგზაურობა "მეორე მისიონერული მოგზაურობიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე (იმ ადგილს დღეს წმინდა ანდრიას კონცხი ეწოდება). კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა. წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვით სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართიაში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ახლანდელი პაკისტანი), ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოცეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. გადმოცემით, ამ ხალხის ნახვამ ანდრია შეაშინა. თუმცაღა მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო. სირიული წყაროების ცნობით, წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიაში (თანამედროვე სამარყანდი და ბუხარა). არსებობს სამი სხვადასხვა წყარო, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქულმა იქადაგა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე - სირიიდან, ხოლო მესამე აქვთ ბულგარელებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიის ახლოს, სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინოპოლელი, ანდრია მოციქული იყო ჩრდილოეთითაც, სკვითებისა და მასაკების მიწაზე. ასევე არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ანდრიამ იქადაგა ალთაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ. აქ ალანებს უქადაგა სახარება. შემდეგ გაემართა ქურთისტანში, სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამებრივ სიკვდილს. იქიდან კი იერუსალიმში დაბრუნდა." მოწამებრივი აღსასრული "უკანასკნელად მოციქულმა იქადაგა ქალაქ პატრაში (საბერძნეთი). წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოიქცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქისთავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღვთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმათ, არამედ დაეკიდათ. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღვთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა 62 წელს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი