მოციქულები და მათი ღვაწლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულები და მათი ღვაწლი |
marine |
Jul 2 2016, 09:59 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით
"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად". "როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან". /დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 8 2018, 05:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პეტრეს თვით ქრისტემან უწოდა კლდე, პავლე იყო ზღვა სიყვარულისა"
"გაგა (55 წლის): ახალგაზრდობა დარდიმანდობასა და სიძვა-მრუშობაში გავლიე. ხომ არის მომენტი, რომ ერთ დღეს ყველაფერი გწყინდება კაცს და განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრდები. ამ ფიქრით ჩამოვშორდი თანამეინახეებს... სული მარტოობას ვერ იტანს და სიახლისკენ ვილტვოდი. არ გაგიკვირდეთ - ეს სიახლე ჩემთვის მართლადიდებლობა გამოდგა. მანამდე არასოდეს დავინტერესებულვარ რელიგიით, არც ეკლესიაში სიარული მომნდომებია, პირიქით, დედაჩემის ლოცვითა და წირვა-ლოცვაზე სიარულით ვღიზიანდებოდი კიდეც. მერე ჩემი დებიც აჰყვნენ და კვირაობით ნაქეიფარ-ნაბახუსევს არც ერთი ქალი რომ არ მემსახურებოდა, სიბრაზისგან გულზე ვსკდებოდი. იქიდან მოსულებს რამდენჯერ ღრიალით შევგებებივარ და... გაფიქრებაც არ მინდა! ერთხელ დედაჩემი მწარედ ატირდა და მომახალა, სავლე იქცა პავლედ და შენს გამოსწორებას საშველი არ დაადგა, ამ სახლში არავის გაგვეძლება, ნეტავი მამაშენის ადგილას მე ვიყო, სიკვდილი ჯობია შენთან ცხოვრებასო. ამ სიტყვებს დიდად არ უმოქმედია; როგორც გითხარით, განსჯა გვიან მოვიდა, ალბათ უფლის ნებით და დედაჩემის ლოცვა-კურთხევით. ცოლიც შევირთე და უმშვენიერესი ქალიშვილები მყავს. როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, პავლე მოციქულის ცხოვრებით დავინტერესდი. უფრო სწორად, მინდოდა გამეგო, ჩემისთანა გათახსირებული კაცის მოქცევა თუ შეიძლებოდა. განსაკუთრებული განცდა სახარების ამ მონაკვეთის კითხვისას უფლის სიტყვებმა გამოიწვია: "სავლე, სავლე, რაისათვის მდევნი მე?" მეტიც, ცრემლი წამომივიდა. მას შემდეგ პავლე მოციქული ჩემთვის უსაყვარლესი მოციქულია. რასაკვირველია, სხვა მოციქულებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პავლე განსაკუთრებით ახლოა ჩემთან. მინდა მის საფლავზე მივიდე, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არ მომეცა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი