სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Nov 15 2018, 01:17 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანდასწრებით რომელიღაც საზღვარგარეთულ დელეგაციას იღებდა. იმ ადამიანებისთვის კარგად იყო ცნობილი, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში. მათ ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დამცველად მოჰქონდათ თავი, მაგრამ შინაგანად მტრულად იყვნენ განწყობილნი მართლმადიდებლობისადმი.
პატრიარქს გამომცდელ კითხვებს უსვამდნენ. როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ იგი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. ერთმა მათგანმა ჰკითხა: "როგორი ურთიერთობა გაქვთ მთავრობასთან?" პატრიარქმა მიუგო: "რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან საუკეთესო, მეტად კეთილგანწყობილი ურთიერთობა მაქვს. მე ვზრუნავ მის სულზე, ის კი ჩემს სხეულზე". თანამოსაუბრემ ისევ ჰკითხა: "ნუთუ საქართველოში ეკლესიის შევიწროების ფაქტები არ არის?" პატრიარქმა თქვა: "ანტიოქიის პატრიარქს რეზიდენცია აქვს არა ანტიოქიაში, არამედ დამასკოში, ალექსანდრიის პატრიარქს კი არა ალექსანდრიაში, არამედ კაიროში. როგორც ხედავთ, ისინი დევნილების როლში აღმოჩნდნენ. მე კი მშობლიურ თბილისში ვიმყოფები და ჩემს რეზიდენციას ხელს არავინ ახლებს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი