სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
A.V.M |
Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Nov 15 2018, 01:40 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელთა შეკრება ჩატარდა, რომელთა შორის გახლდათ გერმანელი ადოლფ ფიშმანიც. როგორც ჩანს, მათ სურდათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან საყვედურის სიტყვები მოესმინათ ეკლესიის მაშინდელ დაბეჩავებულ მდგომარეობაზე და ასეთი პროვოკაციული კითხვა დაუსვეს: "თქვენს მოძღვრებს შეუძლიათ იქადაგონ სკოლაში, ქარხანაში ან რომელიმე დაწესებულებაში?" თუ იტყოდი, "არ შეუძლიათო", ამას ვერ შეეგუებოდა ადგილობრივი ხელისუფლება და დიდი უსიამოვნება მოჰყვებოდა. თუ იტყოდი, "შეუძლიათო", სტუმრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო და პატრიარქი ცრუობდა, რაც მათ თვალში დასცემდა ეკლესიის ავტორიტეტს.
უწმინდეს ეფრემს დიდხანს არ დასჭირვებია ფიქრი და მოჭრით უპასუხა: "შეუძლიათ, თუ მიგვიწვევენ, რადგან, განსხვავებით პროტესტანტებისგან, ტრადიციულად, დაუპატიჟებლად სტუმრად არ დავდივართო". აი, ასე ბეწვის ხიდზე უწევდა მას სიარული, რასაც წარმატებით ართმევდა თავს". "როგორც არქიმანდრიტმა ანტონმა (გულიაშვილი) გვითხრა, საჩივრებსა და ანონიმურ წერილებს სამების ტაძრის დეკანოზი იოანე საყვარელიძე წერდა უწმინდეს ეფრემზე. ეს იცოდა პატრიარქმა, მაგრამ ამ ამბავს მტკივნეულად არ განიცდიდა. როდესაც ერთ-ერთი ანონიმური წერილი ცეკადან საპატრიარქოში გადმოუგზავნიათ რეაგირებისთვის, პატრიარქ ეფრემს მამა იოანე თავისთან დაუბარებია და სინოდის წევრებსა და სამღვდელოებასთან ერთად უკითხავს: "მამა იოანე, როგორ გგონიათ, სამართალი არსებობს ამქვეყნად?" "არსებობს სამართალი ღვთიური და სამართალი ადამიანური", - უპასუხია მოძღვარს. პატრიარქ ეფრემს უთქვამს: "მე კი მგონია, არ არსებობს. ამქვეყნად რომ სამართალი არსებობდეს, პატრიარქი კირიონი გვარად საძაგლიშვილი უნდა ყოფილიყო, ამ ანონიმური წერილის ავტორი კი - საყვარელიძე?!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი