წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 18 2018, 08:02 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"11 წელი ქარგავდა წმინდა ნიკოლოზის ხატს. ძაფად, რომლითაც ნიკოლოზის სახე და ხელები ამოქარგა, საკუთარი თმა იხმარა".
"ერთხელ ნიკოლოზობისთვის სკიტში თევზი არ ჰქონდათ. წინამძღვარი, მამა დამასკინი შეწუხდა და წმინდა ნიკოლოზს მიმართა: - გვაპატიე, რომ თევზი არა გვაქვს და დღესასწაულს შესაფერისად ვერ ვიზეიმებთო. რამდენიმე საათის მერე მონასტერში ერთი მეთევზე მოვიდა და დიდი ტომრით თევზი მოიტანა - ეს თქვენო. კაცი მეორე ნახევარკუნძულელი აღმოჩნდა. თევზაობის დროს ქარს მისი ნავი ათონის ნაპირთან მოეცურებინა. უფიქრია, რომელიმე მონასტერს მივყიდი თევზს, სანამ გახმებაო. ამ დროს ტყიდან გამოსულა ბერიკაცი, მისი თევზი უყიდია და უბრძანებია, - სკიტში წაიღე ჩემს დღესასწაულზეო. წინამძღვარმა ჰკითხა, როგორ გამოიყურებოდა ის კაციო. "აი, ასეო", - და მეთევზემ წმინდა ნიკოლოზის ხატზე მიუთითა. წინამძღვარი, როცა ამას უყვებოდა მამა დოროთეს, წუხდა, რომ ვერ მოიფიქრა, გამოესყიდა მეთევზისგან ის ფული, რომელიც მას წმინდა ნიკოლოზმა მისცა". "რამდენიმე წლის წინ მონასტერში ერთი სალონიკელი დედაკაცი მოვიდა და წინამძღვარს უამბო: თურმე ის და მისი 4 წლის ვაჟი ეკლესიაში მიდიოდნენ. ბავშვი დედას ხელიდან გაუსხლტა და გზაზე გადაირბინა. დედამ წმინდა ნიკოლოზის სახელის მოხმობა მოასწრო და პატარას დიდი სისწრაფით მომავალმა სატვირთო მანქანამ გადაუარა. შერწუნებულმა მიირბინა შვილთან. ის სრულიად უვნებელი იხილა. ბიჭმა დედას უთხრა, მოხუცი პაპა გადამეფარაო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი