წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 12 2019, 10:51 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ კონსტანტინეპოლში ერთი ხელოსანი ცხოვრობდა, სახელად ნიკოლოზი, რომელიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს და ყოველწლიურად დღესასწაულობდა მის ხსენებას. ასე მიაღწია მან ღრმა სიბერეს და რადგან უძლურების გამო მუშაობა არ შეეძლო, სიღატაკეში ჩავარდა. ახლოვდებოდა ნიკოლოზობა. მოხუცი საგონებელს მიეცა, როგორ ედღესასწაულა ეს დღე. ბოლოს ცოლს უთხრა: - აი, ახლოვდება ჩვენი საყვარელი მეოხის დღე, ჩვენ კი არაფრით შეგვიძლია ამ დღესასწაულის აღნიშვნა. - იცი რა, ჩემო ბატონო, - უპასუხა ღვთისმოსავმა ცოლმა, - დიდი სიცოცხლე აღარ დაგვრჩენია, შვილები არა გვყავს, მემკვიდრეობა არავისთვის გვჭირდება: მოდი, გავყიდოთ, რაც გვაბადია ღვთისა და წმიდა ნიკოლოზისათვის. ხალიჩაღა დაგვრჩა: წადი, გაყიდე და შეიძინე, რაც საჭიროა ხვალინდელი დღესასწაულისთვის. მოხუცმაც უსმინა ცოლს, აიღო ხალიჩა და გაემართა მის გასაყიდად. გზაში შემოხვდა კეთილმსახური ბერი და ჰკითხა: - საით გაგიწევია, საყვარელო მეგობარო? - ბაზარში მივდივარ ხალიჩის გასაყიდად, - უპასუხა ძველმა ხელოსანმა. - კარგი, მეგობარო, - უთხრა ბერმა, - მაგრამ აბა ეს მითხარი, რას აფასებ შენს ხალიჩას? მე ვიყიდი. - თავის დროზე 8 ოქროს მონეტა მაქვს გადახდილი, ახლა კი რასაც მომცემ დავყაბულდები. - ექვსად მომყიდი? - სიხარულით დაგითმობ, - მიუგო მოხუცმა. ბერმა მაშინვე მისცა 6 მონეტა, გამოართვა ხალიჩა და იქაურობას გაშორდა . ბაზრობაზე მყოფი ხალხი გარსშემოერტყა ხელოსანს და ჰკითხა: - საკუთარ თავს რისთვის ელაპარაკები? რაიმე ხომ არ გელანდება? ისინი უსმენდნენ და ხედავდნენ მხოლოდ ხელოსანს, ხოლო წმინდა მღვდელმთავარს ვერც ხედავდნენ და არც მისი ხმა ესმოდათ. ამ დროს წმინდა ნიკოლოზმა ხელოსნის სახლთან ჩაიარა და დიასახლისს ხალიჩა უკან დაუბრუნა, თან უთხრა: "შენი მეუღლე – ჩემი ძველი მეგობარია; დღეს ბაზრობაზე შემომხვდა და მთხოვა შენთვის ეს ხალიჩა გადმომეცა". ამ სიტყვების შემდეგ მღვდელმთავარი თვალს მიეფარა. ქალს ძლიერ ეწყინა, ჩემს ქმარს ხალიჩის გაყიდვა დანანებიაო. ამასობაში კი ხელოსანმა ყველაფერი შეიძინა, რაც დღესასწაულისთვის იყო საჭირო და შინ ხელხვავრიელი დაბრუნდა. მაგრამ ცოლმა საყვედურებით აავსო: "აღარ მინდა შენთან ცხოვრება, შენ წმინდა ნიკოლოზს ეცრუე. უმჯობესი იყო, არ შეპირებოდი, ვიდრე სიტყვა გაგეტეხა. აი, შენი ხალიჩა, მე კი ვეღარ მიხილავ, რადგან მოიტყუე". ხელოსანი განცვიფრდა და ცოლს დაეკითხა, საიდან გაჩნდა სახლში ეს ხალიჩაო. ცოლმაც ყველაფერი უამბო. მოხუცი მიხვდა, ვინ იყო ის უცნობი ბერი და გახარებულმა წამოიძახა: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, სასწაულთმოქმედო წმინდა ნიკოლოზის მიერ!" შემდეგ ცოლს უამბო, როგორ გაყიდა ხალიჩა და რა შეიძინა აღებული ფულით: სურსათ-სანოვაგე და ღვინო, სეფისკვერები და სანთლები სადღესასწაულოდ. მაშინ ცოლ-ქმარმა ერთად ადიდა ღმერთი და მისი დიდებული საკვირველთმოქმედი. დაუყოვნებლივ წავიდნენ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და ყველას უამბეს მომხდარი სასწაულის შესახებ. როდესაც ეს ამბავი პატრიარქს მოახსენეს, მან ბრძანა, რომ მოხუცი ცოლ-ქმარი სიცოცხლის ბოლომდე ესაზრდოებინათ წმინდა სოფიის ტაძრის შემოსავლიდან." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი