სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Jun 7 2007, 09:27 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| marine |
Jan 28 2019, 04:56 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,066 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეოთხე მცნება გვავალებს, ექვსი დღე პატიოსნად ვიშრომოთ, მაგრამ ჩვენ ასე ვირჯებით განა? ორშაბათის მიჯნაზე ბევრ ჩვენგანს წინასწარ უფუჭდება გუნება იმ მიზეზით, რომ მეორე დღეს სამსახურშია წასასვლელი. იმის ნაცვლად, რომ გულში მაინც ვთქვათ: უფალო, მაკურთხე, დავიწყო საქმიანობა, ვფიქრობთ: ნეტა მალე მოვიდეს შაბათი, მალე დამიდგეს საპენსიო ასაკიო. თუ ბევრი სამუშაო შეგვხვდა, ვხვნეშით და ვოხრავთ. ვცდილობთ უსაქმურობასა და საკუთარ საქმეთა მოგვარებაში ან თანამშრომლებთან უქმადმეტყველებაში დავხარჯოთ დრო (რომლისთვისაც ფულს გვიხდიან). ვმუშაობთ არა სინდისის კარნახით, არამედ იმისთვის, რომ უფროსობამ არ დაინახოს ჩვენი დაუდევრობა, არ დავიმსახუროთ საყვედური და სულაც არ გვეუხერხულება ამგვარი გარჯისთვის ხელფასის დღეს ანაზღაურების მიღება. თანაც გული გვწყდება, რომ ცოტას გვიხდიან, არ გვაწინაურებენ სამსახურში. თუ უფროსი ცუდი მუშაობისთვის შენიშვნას მოგვცემს, ცრემლებს ვყრით განაწყენებულნი, ისტერიკას ვაწყობთ, უხეშად და კადნიერად ვეპასუხებით შენიშვნის მომცემს.
საქმისადმი ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო სირცხვილია, საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდო. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! როგორ ვატარებთ მეშვიდე დღეს, ანუ კვირას და დღესასწაულებს, რომლებიც უფალს უნდა მივუძღვნათ? ჩვენ ხომ დიდი ხანია ყველა დღე ერთმანეთში ავურიეთ. ღმერთო, ყელამდე ვართ ჩაფლულნი ყოფით ამაოებაში და ვერაფრით ვწყდებით საზრუნავსა და შინაურ საქმეებს. არასდროს გვრჩება დრო ლოცვისა და კეთილი საქმეებისთვის. რომელი ჩვენგანი ასრულებს ყოველდღიურად და გულდასმით დილა-საღამოს ლოცვის კანონს? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, ჩვენი მოუცლელობა! არ გიფიქრიათ განა, რომ თუ დილით ნახევარ საათს მიუძღვნით ყურადღებითა და შემუსვრილი გულით დილის ლოცვის, სახარებისა და სამოციქულოს თითო თავის წაკითხვას, ამით მთელი დღისთვის მიიღებთ სულიერ მუხტს და საქმე უკეთესად გამოგივათ? უფრო უკეთესი აზრები გაგიჩნდებათ, ჯანსაღ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. გამოგიჩნდებათ შემწე, დამხმარე, ოღონდ ყოველივე ამის შესახებ დილით უნდა შესთხოვოთ უფალს. იგივეა საღამოსაც - ძილის წინ ოცი-ოცდაათი წუთი ლოცვის შემდეგ უფალი რამდენიმე საათში აღგიდგენთ მთელი დღის მანძილზე დახარჯულ ძალებს, მოგანიჭებთ სიმხნევეს. რომელ თქვენგანს აქვს გარანტია, რომ ენერგიის აღსადგენად დაწოლილი არ დაიძინებს საუკუნო ძილით? აი, რას ამბობს წმინდა მამა იოანე დამასკელი ძილისწინა კანონში ჩართულ ლოცვაში: "განანათლენ თუალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ-უკუე დავიძინო მე სიკუდიდ, ნუ სადა სთქუას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავნ მას". ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების მორევმა, რომ სიკვდილი დაგვავიწყა. გამოგლიჯეთ თუნდაც ერთი დღით თქვენი სული ამაოების კლანჭებს და მიუძღვენით დღე მეშვიდე უფალს მისი მცნების თანახმად! დარწმუნდებით, რამდენად მოგიწესრიგდებათ ცხოვრება! უფალი აკურთხებს თქვენს შრომას, ოჯახს, სახლს, მიწიერ ღვაწლს. შენი მცნების დარღვევის გამო მოგვიტევე, უფალო, ჩვენ, ცოდვილთ! როცა კვირა დღეს ან დღესასწაულზე არ ვმუშაობთ, მაშინ ვცოდავთ იმით, რომ გვეზარება ტაძარში წასვლა. აი, რას ამბობს მეექვსე მსოფლიო კრების მეოთხმოცე კანონი: "ერისკაცი, რომელსაც არ აქვს რაიმე გასაჭირი ან დაბრკოლება, თუ სამ კვირა დღეს არ დაესწრება ღვთისმსახურებას, განიკვეთოს", ანუ განეშოროს ეკლესიას. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ბევრი თქვენგანი თავს იმშვიდებს: ჩვენ ხომ დავდივართ ტაძარში და თანაც ხშირად, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ. სიარულით კი დავდივართ, მაგრამ როგორ ვიქცევით? ყოველგვარი შიშისა და მოწიწების გარეშე გადავაბიჯებთ ხოლმე ტაძრის ზღურბლს, ვაწუხებთ სხვებს, ვილანძღებით, ვიღრინებით და ვჩხუბობთ კიდეც. გონს მოდით! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! დღესასწაულზე თვით ეკლესიის კანონით არის დაშვებული მრავალფეროვნება ტრაპეზზე, ხოლო დიდ დღესასწაულებზე - "დიდი სიუხვე". ცოდვად არ ითვლება დღესასწაულზე გემრიელი საკვების მირთმევა, უფრო ხანგრძლივად დროის გატარება სუფრასთან, სტუმრად წასვლა და შინ წვეულების გამართვა, მაგრამ ყოველივე ეს უნდა აღესრულოს უფლის სადიდებლად. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დამსგავსებია კიდეც პირუტყვს დღესასწაულის ტრაპეზისას ნაყროვანებითა და სიმთვრალით. შემდეგ დრო უტარებია უქმი გასართობითა და აზარტული თამაშებით, უყურებია ქრისტიანისთვის შეუფერებელი სპექტაკლის ან ფილმისთვის, მთელი დღე ტელევიზორთან მჯდარა ან ბანქო უთამაშია ან (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) თავი შეუქცევია ველური როკვითა და სიმღერით. შეინანეთ უფლის წინაშე! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ჩვენ, ქრისტიანები, მეტად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ დღესასწაულზე. უნდა წავიკითხოთ წმინდა მამათა სულის საცხონებელი წიგნები, მოვინახულოთ სნეულები, მოვიწვიოთ შინ მარტოხელა ადამიანი, რათა გული გაუთბეს ჩვენი სტუმართმოყვარეობით, მოვიკითხოთ განსაცდელში მყოფი მოყვასი და თუ საქმით არა, სიტყვით მაინც ვანუგეშოთ. ნეტარია ის, ვინც ასე გაატარებს დღესასწაულს. ხოლო ვინც შესცოდავს, შეინანოს. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!" /მამა იოანე კრესტიანკინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია საღვთო დღესასწაულების მიზანი Jun 7 2007, 09:27 PM
abo ყოველ აღდგომას ჩემ... Jun 7 2007, 09:43 PM
ubralod ninka
vetanxmebi abos,mec asetive shegrdzneba meufleba.... Jun 10 2007, 08:27 PM
zviadauri გამარჯობათ.
მართმ... Jul 5 2007, 01:30 PM
მნათე მართლმადიდებლური ... Jul 5 2007, 01:48 PM
დათიკო ნათია
ხომ არ ფიქრო... Jul 5 2007, 01:49 PM
ნათია
ნათია
ხომ არ ფიქრო... Jul 5 2007, 01:51 PM
marine "მეოთხე საუკუნის ... Jan 11 2015, 08:18 PM
marine "ქრისტე აღდგა - მა... Apr 11 2015, 09:29 PM
marine "საკმარისია ამაღ... Jun 2 2016, 11:13 PM
marine “ღმერთმა დაგლოცოთ ... Jun 3 2016, 10:44 AM
marine "ქრისტეს ზეცად ამ... Jun 3 2016, 12:18 PM
marine "ქრისტიანული დღე... Jun 3 2016, 09:24 PM
marine "მაცხოვარი ზეცად ... Jun 10 2016, 11:02 AM
marine "აჰა, აზრი ქრისტე... Jul 2 2016, 10:15 AM
marine "საქმეს დღესასწა... Aug 6 2016, 09:10 PM
marine "სამწუხაროა, რომ ... Jan 5 2017, 05:58 PM
marine "რატომ შეჯდა მაცხ... Apr 2 2017, 09:46 PM
marine ამბავი სასჯელისა დ... Apr 17 2017, 10:49 AM
marine "ყოვლადწმინდა მა... Apr 20 2017, 11:55 AM
marine "მუდამ არიგებდა მ... Apr 21 2017, 10:16 AM
marine ბზობა
"მთავარია, ... May 15 2017, 12:27 PM
marine "მაგრამ საკმარის... May 16 2017, 05:57 PM
marine ფერისცვალება
"ვი... May 26 2017, 12:07 PM
marine "ეს დღესასწაული [... Jun 3 2017, 08:58 PM
marine ამაღლება
"ღმერთმ... Jun 20 2017, 10:19 PM
marine "მშვენიერი უქმეა ... Jun 27 2017, 11:40 AM
marine ფერისცვალება
"მ... Jul 3 2017, 11:20 PM
marine ფერისცვალება
"თა... Jul 8 2017, 10:39 AM
marine ფერისცვალება
აიყვ... Jul 8 2017, 11:33 AM
marine სულთმოფენობა
"რო... Jul 8 2017, 02:47 PM
marine სულთმოფენობა
"ვუ... Jul 9 2017, 07:35 PM
marine ფერისცვალება
"ჩვ... Jul 11 2017, 11:08 AM
marine ფერისცვალება
"წმ... Jul 12 2017, 10:59 AM
marine ფერისცვალება
"ად... Jul 12 2017, 11:16 AM
marine ფერისცვალება
"ფე... Jul 12 2017, 11:48 AM
marine ფერისცვალება
"ვი... Jul 14 2017, 09:50 AM
marine ფერისცვალება
"ად... Jul 14 2017, 10:08 AM
marine ხარება
"წმინდაო ... Jul 20 2017, 12:06 PM
marine ფერისცვალება
"ღრ... Jul 21 2017, 10:52 AM
marine მიძინება
"მთელი ... Jul 26 2017, 08:10 PM
marine მიძინება
"გადმო... Jul 28 2017, 11:13 AM
marine მიძინება
"სიონის... Jul 30 2017, 02:42 PM
marine სულთმოფენობა
"ყვ... Aug 1 2017, 10:35 AM
marine მიძინება
"ყველა ... Aug 1 2017, 10:55 AM
marine მიძინება
"წმინდა... Aug 2 2017, 12:41 PM
marine სულთმოფენობა
"ოდ... Aug 10 2017, 11:03 AM
marine ფერისცვალება
"თუ... Aug 14 2017, 03:11 PM
marine მიძინება
"ძალზე ... Aug 15 2017, 10:40 PM
marine მიძინება
"როდესა... Aug 17 2017, 09:57 PM
marine მიძინება
"შემდეგ... Aug 19 2017, 08:43 AM
marine მიძინება
"როგორც... Aug 19 2017, 09:11 AM
marine მიძინება
"როგორც... Aug 20 2017, 12:11 PM
marine მიძინება
"ამ დიდ... Aug 20 2017, 11:02 PM
marine მიძინება
მოციქულმ... Aug 21 2017, 06:05 PM
marine მიძინება
"რაც შე... Aug 24 2017, 10:24 PM
marine მიძინება
"თავად ... Aug 24 2017, 11:05 PM
marine მიძინება
"ყოვლად... Aug 25 2017, 10:11 AM
marine დღესასწაული
"სამ... Aug 26 2017, 08:37 PM
marine სულთმოფენობა
"რო... Aug 26 2017, 08:56 PM
marine ამაღლება
"მაცხოვ... Aug 31 2017, 06:38 PM
marine "ხშირად უნდა გავა... Sep 5 2017, 06:18 PM
marine ხარება
"მოგვითხრ... Sep 14 2017, 10:35 AM
marine ფერისცვალება
"ის... Oct 27 2017, 11:42 AM
marine ფერისცვალება
"ცე... Nov 7 2017, 10:06 AM
marine მიძინება
"როდესა... Nov 15 2017, 03:14 PM
marine ფერისცვალება
"იქ... Nov 21 2017, 07:36 PM
marine სულთმოფენობა
"რო... Dec 18 2017, 08:57 PM
marine "საერთოდ საეკლეს... Jan 9 2018, 02:42 PM
marine სულთმოფენობა
"რო... Jan 10 2018, 11:34 AM
marine ფერისცვალება
"თა... Jan 13 2018, 10:03 PM
marine ფერისცვალება
"მ... Jan 15 2018, 01:01 PM
marine ----
სულთმოფენობა
"... Jun 5 2018, 10:52 PM
marine სულთმოფენობა
"ყო... Jun 6 2018, 11:22 AM
marine ფერისცვალება
"იე... Jun 22 2018, 09:42 PM
marine ფერისცვალება
"და... Jun 25 2018, 07:53 PM
marine ფერისცვალება
"ფე... Jul 16 2018, 10:02 PM
marine ფერისცავლება
"ღრ... Jul 26 2018, 03:00 PM
marine ფერისცვალება
"მა... Jul 29 2018, 09:32 PM
marine მიძინება
"ის კვლ... Aug 16 2018, 01:24 PM
marine ნათლისღება
"ამოდ... Sep 11 2018, 03:49 PM
marine სულთმოფენობა
"სუ... Sep 27 2018, 07:37 PM
marine "დღესასწაულის სი... Nov 2 2018, 06:42 PM
marine პეტრეპავლობა
"მა... Nov 6 2018, 09:49 PM
marine ფერისცვალება
"ფე... Nov 20 2018, 03:47 PM
marine ფერისცვალება
"უფ... Nov 20 2018, 04:13 PM
marine მიძინება
"მართლმ... Nov 20 2018, 04:29 PM
marine "ყოველ დღესასწაუ... Dec 8 2018, 07:49 PM
marine "საერო დღესასწაუ... Jan 19 2019, 02:35 PM
marine "ადამიანები დღეს... Feb 20 2019, 08:13 PM
marine მირქმა
"სვიმეონ ... Feb 25 2019, 07:55 PM
marine "ესაია წინასწარმ... Feb 26 2019, 05:08 PM
marine ფერისცვალება
თაბო... Mar 5 2019, 09:01 PM
marine ამაღლება
"80 ტაძარ... Mar 7 2019, 06:06 PM
marine ფერისცვალება
"18 ა... Mar 13 2019, 08:11 PM
marine ნათლისღება
"2006 წლ... Apr 2 2019, 08:49 PM
marine ბზობა
"ქრისტეს მ... Apr 21 2019, 01:56 PM
marine ბზობა
"დღეს არის ... May 7 2019, 08:10 PM
marine "ქრისტიანული დღე... Jun 2 2019, 03:14 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 10:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი