![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,268 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვთვლი, რომ ჭეშმარიტი ქართველი ვარ, რადგან ვარ ტრფიალი კუთხურობისა ![]() ![]() "საუკუნეების მანძილზე გარეშე ძალა ყოველთვის ცდილობდა ქვეყნის დაყოფას და კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების შექმნას". /ილია II "კარიბჭე" N24, 2017, გვ.10/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,268 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბებიაჩემი, კახელი ქალი, სამეგრელოში გათხოვდა.
მაშინ ეს მოვლენა იყო. დიდი ამბავი! იმსიშორიდან... იმსიშორეს... ეხვეოდნენ გარეშემო მულები, ქმრის ნათესავები, მეზობლები... მუშტრის თვალით ათვალიერებდნენ – „აქ დაილია ქალები, იქიდან რომ არ მოეყვანა კირილეს?“ – ამ საზომით (ბაბუაჩემი ქიზიყში მუშაობდა, ბოდბისხევში, სკოლის დირექტორად და ახალმოყვანილ ცოლთან ერთად დაურბუნდა კერას). ჩურჩულებდნენ და ბუტბუტებდნენ გაუთავებლად. მეგრულად, რა თქმა უნდა... უჩა, უჩა... – გამუდმებით ესმოდა ეს სიტყვა ლარისას. რას ნიშნავსო – ქმარს ჰკითხა დაეჭვებულმა. ლამაზსო – განუმარტა ბაბუაჩემმა. არა, ცხადია. შავს ნიშნავს უჩა. შავგვრემანი იყო ბებია და ჭორავდნენ ფითქინა მარგალები. დაიცა, მაგრე არ უნდაო! – გაბრაზდა ქიზიყურად. ადგა და ერთ წელიწადში უკვე მეგრულს სხლავდა 23 წლის ობოლაანთ ქალი. გამართულად და უშეცდომოდ საუბრობდა. ქმარ-შვილ-სამეზობლოში სულ მეგრულად ლაპარაკობდა. კილოც კი მეგრული ჰქონდა. „წიე“ – სულ ასე მომმართავდა. „დია“ – ასე გაიკვირვებდა ხოლმე. ნაგვაზაოში რომ ჩავიდოდი და ჭიშკარს ჭახუნით გამოვაღებდი, გრძელი ეზოს ბოლოდან დაიძვრებოდა ნელ-ნელა, გაბადრული და ხელებგაშლილი და „სკანი ჭირი სკანი ბებოს“ იმეორებდა. სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ... რამდენჯერაც ჩახუტებამდე მოასწრებდა, იმდენჯერ. მერეც... მხოლოდ გაბრაზებისას შეეცვლებოდა კილო და მისი წარმომავლობაც უმალ მჟღავნდებოდა: „ფეხებზე ჩაჲკიდამ!“ – არ განაღვლებსო, აღშფოთდებოდა და მომაძახებდა ხოლმე ქიზიყურად. მერე, როცა დამშვიდდებოდა, კვლავ მეგრულად მოუქცევდა: ხაჭაპური გაგიცივდება, წიე... აი, როგორ არ უნდა გიყვარდეს ან სამეგრელო, ან კახეთი ქიზიყიანად (არ შემომივარდეთ ახლა ქიზიყელები, მშვენივრად ვიცი ეგ თქვენი ესავართ-ისარავართ-ობები! ![]() ან მთელი ქართველეთი თავის ენა-კილო-კავ-ჯიგრობებიანად!" /ბუბა კუდავა FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 06:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი