მზე ღვთისმეტყველებაში, "მზეო სიმართლისაო" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზე ღვთისმეტყველებაში, "მზეო სიმართლისაო" |
marine |
Oct 31 2017, 10:01 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორც მზე აღემატება ზეციურ მოვლენას, ისე აღემატება ღვთისმეტყველი ყველას ღვთივკურთხეული თავისი ღვაწლით".
/ღირსი სვიმეონ მეტაფრასტი/ "და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შვიდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსვრილებასა ერისა თვისისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს" (ეს. 30, 26). დღე, რომელიც მსოფლიო დროს "დააკლდა" მზე გაჩერდა?! ასწლეულები ილევა, რწმენისგან დაცლილ უკანასკნელ საუკუნეს კი, რომელიც მიზეზს არ უშვებს, როგორმე თავი ღვთის არარსებობაში დაირწმუნოს, სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება საამისოდ. წმინდა წერილი არავითარ ეჭვს აღარ ტოვებს - მასში გადმოცემული ყველა ამბავი რომ რეალობაა, მეცნიერულადაც აბსოლუტურად დასტურდება. აი, ერთი მათგანიც: ეს ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოხდა. აქაურმა მკვლევარებმა და ასტრონავტებმა, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ, განიზრახეს დაედგინათ, რა პოზიციაზე იქნებოდა 1000 წლის შემდეგ მზე, მთვარე და სხვა პლანეტები. "ამის ცოდნა საიმისოდ გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მათი არსებობის მანძილზე და მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შესაძლო შეჯახებაო", - ირწმუნებოდა კომპანია "კერტის ენჯირინგის" პრეზიდენტი და ამ პროგრამის კონსულტანტი ჰაროლდ ჰილი. მკვლევარნი იმგვარ კომპიუტერზე მუშაობდნენ, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით სწვლობდა როგორც ერთი საუკუნის შემდგომ, ისე საუკუნის წინათ მომხდარ მოვლენებს. კომპიუტერმა ერთ დღესაც ყველასთვის მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე დაიწერა: "პროგრამა არასწორია ან მასში შეტანილი ფაქტები და შედეგები ურთიერთს გამორიცხავენ..." როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ყველა მონაცემი სწორად იყო შეტანილი, პროცესის ხელმძღვანელი მყის დაინტერესდა, - მაინც, რა ხდებაო. ყოვლად საოცარი, ირეალური პასუხი მიიღო - წარსულს ერთი დღე აკლია! რა არ იღონეს, როგორ არ ითვალეს და იჭყლიტეს ტვინი მეცნიერებმა, მაგრამ მიზეზს მანამ ვერავინ მიხვდა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა, მორწმუნე ქრისტიანმა, არ გაიხსენა წმინდა წერილის ის მონაკვეთი (ისუ ნავეს წიგნი), სადაც ყოველი "საღად მოაზროვნე" ურწმუნოსთვის წარმოუდგენელი რამ წერია: "უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერც ერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ" (ისუ ნავეს ძე 10,8). როგორც ბიბლიიდან გახსოვთ, ისუ ნავე იმის გამო წუხდა, რომ ბინდდებოდა, მტრის დასამარცხებლად კი დღის სინათლე იყო აუცილებელი. "მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს და თქვა: მზეო, დადექ, და მთვარევ! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე. განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? "იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,12-13). "ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე. როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?" (ზირ. 46,1-5). - აი, დღე, რომელიც საუკუნეს აკლია! - წამოიძახეს მეცნიერებმა და კვლავ გადაწყვიტეს, ის დღეები გამოეთვალათ, რომელიც ამ დღემდე განვლო დედამიწამ. როგორც გაირკვა, დრო, რომელიც ისუ ნავეს ძეს ბრძოლისას აკლდებოდა, 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე. მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუცხოველა და მათ წმინდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს. და უფრო გაოცდნენ: იქ სწორედ ასე წერია: "მზე თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,13) და არა მთელი დღე. ეს იყო უცხადესი დასტური იმისა, რომ წმინდა წიგნებში შემთხვევით არაფერი დაწერილა და თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება (იოანე ოქროპირი). ეს თითქოს უმნიშვნელო სიტყვა "თითქმის", როგორც აღმოჩნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები იმ 40 წუთს ვერ შეაჯერებენ, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა ათასობით წლის მანძილზეც განმეორდება. მსგავსი პროექტებისთვის, სადაც წამებიც კი ფასეულია, 40 წუთი, რაღა თქმა უნდა, ძალზე ბევრია. როდესაც ამ "დაკარგული" დღის აღმომჩენმა მორწმუნე მეცნიერმა გაიხსენა, რომ ძველი აღთქმა არა მხოლოდ მზის გაჩერების, მისი უკუსვლის ამბავსაც მოგვითხრობს, მავანმა იგი შეშლილად ჩათვალა, ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით ადვილად მიაგნეს "მეოთხე მეფეთას", სადაც იხილეს: "უთხრა ეზეკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი? თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათი საფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან? თქვა ეზეკიამ: უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით" (4 მეფ. 20,8-11). მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა თუ მასთან ერთად მზეც? კერძოდ რომელ სასწაულზე ეკითხებოდნენ ეზეკია წინასწარმეტყველს ბაბილონის ელჩები? ეზეკიას განკურნებისას უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის "ცხოვრების საღამო" თავისი "ჩრდილით" ჯერაც შორს იყო... ეს სასწაული მხოლოდ მათთვის იყო ხილული, ვინც მას შეესწრო თუ ასტრონომიულ სასწაულს ჰქონდა ადგილი? სწავლულებმა ამ კითხვაზე პასუხი "ესაია წინასწარმეტყველის წიგნში" იპოვეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული: "და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: "აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია საფეხურზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, საფეხურზე, რომელიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ეს. 38,4-8). თავად მზის მობრუნების საკითხი ნეტარმა თეოდორიტემ, ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორმა, ამგვარად ახსნა: "მზესთან დაკავშირებული სასწაული მსოფლიო მასშტაბით მოხდა, რადგან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო". მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, ზუტად 40 წუთს შეადგენს. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს, ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდავოდ ის დღეა, რომელიც მსოფლიო დროს კლია. ამ სასწაულის შესახებ მატიანე შემდეგს გვიამბობს: ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე ქრისტემდე 480 წლით ადრე წერდა, რომ ზოგმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით. უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ეს მოვლენა მოხდა იმპერატორ იოს ეპოქაში, ჩინური გენეალოგიური ნუსხა კი იუწყება, რომ ხსენებული იმპერატორი სწორედ ისუ ნავეს თანამედროვე იყო. ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური წყაროების გარდა მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუული და მრავალი სხვა ხალხის ისტორიული წყაროც. მაგალითისთვის, პირველყოფილ ამერიკელ ინდიელთა ყოფის ცნობილმა კვლევარმა ლ. კინგსბორომ დაასკვნა, რომ მექსიკელებს აქვთ უძველესი გადმოცემა მზის შესახებ, რომელიც "უძრავად იდგა მთელი დღის მანძილზე, და ეს სწორედ "შვიდი კურდღლის წელიწადს" - ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის ჟამს მოხდა. მსგავსი მარგალიტები ისტორიამ უამრავი იცის, მაგრამ მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერული აღმოჩენა ერთი მიზნითაა დაშვებული: დამოწმდეს ის ღვთაებრივი გამოცხადებანი, რომლებზეც წმინდა წერილი მოგვითხრობს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 11 2019, 07:16 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თითქოს ზემოდან ოქრო ჩამოიღვარა, პირდაპირ მზის სხივი ჩამოვიდა, საკმევლის კვამლი ზემოთ ადიოდა, მზის სხივები კი ოქროსფრად იღვრებოდა. კაშკაშა მზე გამოსულიყო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი