ნათლისღების საიდუმლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლისღების საიდუმლო |
afxazi |
Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.
დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
Feb 26 2019, 05:11 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოცდაათი წლის ასაკამდე იესო ნაზარეთში ცხოვრობდა. ოცდაათი წლისა კი გაცხადდა კაცობრიობის წინაშე, როდესაც მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემელთან მივიდა და მოინათლა. ნათელიღო იესომ და აჩქარებით ამოვიდა წყლიდან, ხელები ზეცად აღაპყრო და დაიწყო ლოცვა ზეციური მამის წინაშე, რათა მას დაელოცა ძის მოღვაწეობა ცოდვილი კაცობრიობის გადასარჩენად. მაშინ იესოს თავზე გაიხსნა ცა ელვის ძლიერი ნათებით და იხილა იესომ სულიწმინდა, მტრედის სახით გარდამომავალი, რომელიც დააჯდა მხარზე. და იყო ხმა ზეციდან: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო-ვიყავ".
წმინდა იოანე ოქროპირი ნათლისღების ამ ეპიზოდს ასე განმარტავს: "ეს არის ჩემი საყვარელი, მხოლოდშობილი ძე, ჩემგან საუკუნეების უწინ შობილი და დაუსაბამო, "რომლისგანაც ყოველი შეიქმნა", ჩემი სწორი ძალაში, ხელმწიფებასა და დიდებაში. ეს არის ჩემი ძე, მასშია ყოველი ჩემი ნება-სურვილი, სისრულე მთელი ჩემი სახიერებისა, ვისგანაც ხალხზეც გადმოვა ჩემი სიყვარული. ასე საზეიმოდ განუცხადა მამა ღმერთმა არა მარტო იოანეს, არამედ ყველას, ვინც იწამებს ქრისტეს, რომ ნათელღებული იესო ჭეშმარიტი მესიაა, ქრისტე მაცხოვარი ქვეყნისა. და რომ არ ეფიქრათ, ხმა ზეციდან იოანეს ეკუთვნოდაო, სულიწმინდა თავისი გარდამოსვლით თითქოს თითით ანიშნებდა როგორც იოანეს, ასევე იქ მყოფთ, რომ ეს სიტყვები იესოს მიმართ წარმოითქვა. მაშინ ალბათ იკითხავენ - რატომ არ ირწმუნეს იუდეველებმა იესო ქრისტე? თავიანთი გულქვაობის გამო", - გვპასუხობს წმინდა იოანე ოქროპირი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი