"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
marine |
Feb 15 2017, 02:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 26 2019, 05:32 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღმოსავლეთში ჰქონდათ ჩვეულება, როდესაც მეფე სადმე წასვლას დააპირებდა, მას წინ უძღოდნენ მომსწორებლები, რომელთაც ევალებოდათ მოესწორებინათ ბორცვი ან რიამე უსწორმასწორო ადგილი, რომ მეფეს და მის ამალას გადაადგილებისას ხელი არ შეშლოდათ. ასეთივე მისია უნდა აეღო თავის თავზე იოანე ნათლისმცემელს. მას უნდა მოესწორებინა გზა მაცხოვრის მისაღებად.
"განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი" (ლკ. 3,4). იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში აღიზარდა, თავს იდო სჯულის მთელი სიმკაცრე და მცდელობას არ იშურებდა იმისათვის, რომ ებრაელ ხალხს გაეცნობიერებინა თავიანთი ცოდვები, რადგანაც იცოდა, ცოდვათა დამხსნელი უკვე მოსული იყო. იგი არ ერიდება მათ მხილებას და თუ არ შეინანებენ, არ იქნებიან ღირსნი, იწოდებოდნენ აბრაამის შთამომავლებად. ხალხში იმდენად დიდი იყო იოანეს ავტორიტეტი, რომ ბევრს იგი მესია ეგონა. "მე ნათელ-გცემთ თქვენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად: მან ნათელ-გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა", - განუმარტავდა იგი თანამემამულეთ. იოანემ ღვთის განგებულებით პირველი შეხედვისთანავე იცნო მაცხოვარი და მისი დანახვით შემკრთალი ეუბნება: "მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებად და შენ ჩემთანა მოხუალა?" (მათე 3,14). უფალი შეძრწუნებულ იოანეს მიუგებს: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე". მას შემდეგ, რაც იოანემ თავისი მისია აღასრულა, როგორც კი წყლიდან ამოვიდა, "აჰა, განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3,16-17). სწორედ მაშინ მოხდა პირველად ყოვლადწმინდა სამების გაცხადება: მამა - რომლის ხმა ზეციდან მოწმობდა, ძე ღვთისა - რომელმაც ნათელიღო და სულიწმიდა - გარდამომავალი მტრედის სახით." /მამა დავით რუხაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი