რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 26 2019, 09:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მშვიდობის ქალაქი
"- როდის დაარსდა იერუსალიმი და რატომ მოიხსენიება იერუსალიმი სხვადასხვა ეპითეტით - "წმინდა ქალაქი", "ღმერთის ქალაქი", "სამართლიანობის ქალაქი" და "სამყაროს ცენტრი"? - ზუსტად როდის და ვის მიერ დაარსდა ქალაქი იერუსალიმი, რომელსაც თავდაპირველად სალიმი ეწოდებოდა, ამის შესახებ საეკლესიო ცნობები არ არსებობს. ბიბლიიდან ჩანს, რომ სალიმის - ანუ "მშვიდობის ქალაქის" პირველი მეფე არის მელქისედეკი. პავლე მოციქულის განმარტებით, "სალიმი" ნიშნავს მშვიდობას, მელქისედეკი, ღმერთის დიდ მღვდელმთავრად წოდებული, კი - "სიმართლის მეფეს". წმინდა წერილი და საეკლესიო გადმოცემა არც მელქისედეკის წინაპრებისა და შთამომავლების შესახებ გვაწვდის ცნობას - მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული. წმინდა მამათა სწავლებით, მელქისედეკი მოასწავებს ქრისტეს, ის მაცხოვრის წინასახეა. როგორც მოგახსენეთ, სიტყვა "მელქისედეკი" ნიშნავს "მეფეს სიმართლისას". ის, რომ ბიბლიაში არ არიან მოხსენიებულნი მელქისედეკის მშობლები, მისი შობისა და გარდაცვალების დრო, პავლე მოციქულის განმარტებით, სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მელქისედეკის სახით წარმოჩენილია მაცხოვარი, რომელიც ღვთაებრივი ბუნებით არც ერთ ერს არ ეკუთვნის... იერუსალიმი დაარსდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც წარღვნის შემდეგ დაკრძალულ იქნა ადამის თავის ქალა და ნეშტი, რომელიც ნოემ წარღვნის დაწყებამდე კიდობანში შეიტანა, როგორც დიდი სიწმინდე. შემდგომში პალესტინა ქანანელმა ტომებმა დაიკავეს და ერთიანად ააოხრეს ის ადგილი, სადაც ადამის თავის ქალა იყო დაფლული, თუმცა ხალხის მეხსიერებას მაინც შემორჩა ამ ადგილის ხსოვნა და მას "გოლგოთა" ანუ ადამიანის თავი (თხემი) უწოდა. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო გამოხსნა. უძველესი დროიდან იერუსალიმს იებუსელები, ქამის ძის - ქანაანის შთამომავლები ფლობდნენ: ბიბლიიდან ვიცით, როდესაც ისრაელის ერი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დაბრუნდა აღთქმულ ქვეყანაში, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ისრაელია, იერუსალიმში იებუსელები ცხოვრობდნენ და ქალაქს იებუსად იხსენიებდნენ. შემდგომში უკვე, როდესაც ისრაელიანთა მეფემ, დავითმა აიღო ეს ქალაქი და იქიდან იებუსელები განდევნა, მას კვლავ იერუსალიმი ეწოდა. იერუსალიმის აღებამდე დავით მეფემ მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სიონის მთაზე არსებული ქალაქი აიღო, იქ ააგო კოშკი და თვითონაც იქვე დასახლდა (ამ დრომდე დავით მეფე 7 წელი ბეთლემის მახლობლად, ჰებრონში მეფობდა). მაშინ სიონი ძალიან პატარა ქალაქი იყო. დავითის დროს თანდათან გაფართოვდა. ამის გამო ეწოდა სიონს "დავითის ქალაქი" (როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სიონი არის კაცობრიობის დედა, როგორც ფსალმუნში წერია - "დედად სიონსა რქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა" - ანუ სწორედ სიონის მიწისგან შეიქმნა ადამიანი). იერუსალიმის აღების შემდეგ დავით მეფემ სადღესასწაულოდ გადააბრძანა სიონის მთიდან იერუსალიმში მოძრავი ტაძარი და მასში გადაიტანა აღთქმის - სჯულის კიდობანიც, რადგან კეთილმსახურ მეფეს სურდა, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქად ქცეულიყო. დავითმა იერუსალიმი ისრაელის სამეფოს სატახტო ქალაქად გამოაცხადა, თუმცა თვითონ სიცოცხლის ბოლომდე მისი გალავნის გარეთ, სიონის მთაზე ცხოვრობდა. დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მემკვიდრე, სოლომონი ავიდა. გარდაცვალებამდე მას დავითმა უანდერძა ღვთის სჯულის აღსრულება - ტაძრის აშენება და გადასცა ტაძრის აგების გეგმაც, რომელიც ღვთის შთაგონებით შეადგინა. იერუსალიმში უძრავი ტაძრის აგება დავით მეფესაც სურდა, მაგრამ ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველის პირით ამცნო, რადგან მან ბევრი სისხლი დაღვარა ბრძოლებში, ტაძარს მისი მემკვიდრე, სოლომონი ააგებდა. დავითმა მადლობა შესწირა ღმერთს და თავისი ძისთვის ტაძრის ასაშენებელი მასალის შეგროვება დაიწყო. გამოთალა ქვები, გაამზადა ხის ბოძები... სოლომონმა 7 წელიწადში იერუსალიმის გალავნის ერთ-ერთ შესასვლელთან დიდებული ტაძარი ააგო, რომელიც იერუსალიმის, ასევე სოლომონის ტაძრის სახელწოდებით გახდა ცნობილი. მშენებლობის დასრულების შემდეგ დავითის მიერ აგებული მოძრავი ტაძრიდან იქ საზეიმოდ გადააბრძანეს აღთქმის კიდობანი. სიბრძნითა და გონიერებით გამორჩეულმა სოლომონმა უფრო გაამშვენიერა თავისი სატახტო ქალაქი დიდებული სასახლეებითა და ბაღებით. სოლომონის ტაძარი ერთადერთი ტაძარი იყო მთელ მსოფლიოში, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს ეძღვნებოდა. იერუსალიმი წმინდა ქალაქად ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში მიიჩნეოდა, რადგან ერთადერთი ტაძარი, სადაც მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა, იერუსალიმში იდგა, ამიტომ ისრაელიანებისთვისაც იყო წმინდა ქალაქი. ქრისტიანებისთვის კი იმის გამო იქცა წმინდა ქალაქად, რომ სწორედ აქ აღესრულა უზენაესი მსხვერპლშეწირვა - აქ მოხდა მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით კაცობრიობის გამოხსნა. "ღმერთის ქალაქიც" იმის გამო ეწოდა, რის გამოც "წმინდა ქალაქი". "სამართლიანობის ქალაქად" კი იწოდება იმის გამო, რომ აქ აღდგა სამართლიანობა: ადამიანი, რომელიც ღმერთმა სამოთხისა და ზეცისთვის შექმნა, უფალმა თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით კვლავ ზეცას დაუბრუნა. "მშვიდობის ქალაქი" თავიდანვე ეწოდებოდა იერუსალიმს, ნიშნად იმისა, რომ სწორედ აქ უნდა დაბრუნებოდათ ადამიანებს მშვიდობა. მაცხოვრის ჯვარცმამდე მშვიდობა არ სუფევდა, რადგან ამ დრომდე დახშული იყო სასუფევლის კარი და ადამიანთა სულები ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მშვიდობა კაცთა სულებისთვის მას შემდეგ დამყარდა, რაც ადამიანებს სასუფეველი დაუბრუნდათ, მათთვის გაიღო სასუფევლის კარი. ადამის ცოდვით დაცემის სანაცვლოდ, ადამიანსა და ღმერთს შორის დაკარგული მშვიდობის აღდგენაც ხომ სწორედ იერუსალიმში, მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით მოხდა. "სამყაროს ცენტრი" შეიძლება ვუწოდოთ დავითის ფსალმუნის სიტყვებიდან გამომდინარე: "დედად სიონსა რქვას კაცმა, რამეთუ კაცი იშვა მას შინა". წმინდა მამათა გადმოცემით, აქ იყო ედემის ბაღიც. შემდგომში აქვე მოხდა გამომხსნელი მსხვერპლშეწირვაც და სულიერად სამყაროს ცენტრიც ამიტომაა. მაცხოვრის შობამდე და მაცხოვრის პერიოდშიც იერუსალიმი ეწოდებოდა გალავანში მოქცეულ ქალაქს, თორემ სიონი, ბეთანია და ზეთისხილის მთა ცალკე იყო. სიონის მთაზე აშენებულ ციხესიმაგრეს და იერუსალიმს, ამ ორ დასახლებას, ერთმანეთისგან ხევი ყოფდა, დავითის ქალაქიდან იერუსალიმის გალავნამდე დაახლოებით 2-3 კმ-ია. იმ დროისათვის ეს საკმაოდ დიდი მანძილი იყო იმისათვის, რომ ისინი ცალ-ცალკე ქალაქები ყოფილიყო. დღეს კი სიონიც, ბეთანიაც და ზეთისხილის მთაც იერუსალიმის ნაწილია. მასზე პრეტენზია აქვს არაბულ სამყაროს. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ახალი იერუსალიმი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ, XX ს-ის 40-იან წლებში აშენდა." /არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი