ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
marine |
Nov 2 2017, 10:48 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დღეს, როცა უზნეობა მძლავროს, როცა ცდილობენ ქალწულება დააკნინონ, ვფიქრობ, ამ თემის გახსნა დროულია (თუ უკვე დაგვიანებული არ არის)...
„ეგნატე ღმერთშემოსილი ფილადელფიელთა მიმართ ეპისტოლეში მელქისედეკის შესახებ წერს: „რადგანაც იგი იყო მეფეც და მღვდელმთავარიც, და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწული, ამიტომ იყო ძე ღმრთისას, მეფისა და მღვდელმთავრის, ქალწულებისა და სისუფთავის წყაროს, ქალწულთა სასიძოს წინასახე“. "პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 1 2019, 04:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ივლიანე ანოქიელს მშობლების მოთხოვნით შეურთავს ქალწული ვასილისა. მან ქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა უბიწოება, რაზედაც მეუღლეც დათანხმდა, ჯვრისწერის პირველი დღიდან არ გაუტეხავთ ქალწულობის აღთქმა.
ერთხელაც, ცოლ-ქმარი უჩვულო გამოცხადების მოწმენი გახდნენ. მათი საძინებელი ოთახის საძირკველი შეირყა და ოთახი თვალისმომჭრელმა სინათლემ მოიცვა. ერთი მხრიდან საოცარ სამოსში გამოწყობილი ქრისტე გამოჩნდა მრავალრიცხოვანი ამალით, მეორე მხრიდან კი ნათელი სამოსლით დედა ღვთისა, ქალწულთა დასის თანხლებით. იმ მხრიდან, სადაც მაცხოვარი იდგა, მოისმა ხმა: "შენ გაიმარჯვე, ივლიანე!", ხოლო ღვთისმშობლის მხრიდან ასეთი სიტყვები: "ღვთივდალოცვილი ხარ შენ, ვასილისა!" და დაინახეს ღვთის პატივისმცემელმა მეუღლეებმა დიდი და ბრწყინვალე წიგნი, რომელშიც ოქროს ასოებით ეწერა: "ივლიანე ჩემი სიყვარულის გამო განუდგა ამ სოფელს. დაე, დღეიდან შერაცხილ იქნეს წმინდანად იმ წმინდანებთან ერთად, რომლებმაც შეინარჩუნეს უბიწოება, ხოლო ვასილისა ჩაირიცხა ღვთისმშობლის თანმხლებ ქალწულთა დასში". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი