წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#21
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
marine |
Mar 4 2019, 03:16 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთი ქრისტიანი ქალი ჰყვებოდა: ჩემი ქალიშვილი ვერა ბრმა დაიბადა და ბრმა იყო ცხრა წელი. ძალიან ვიტანჯებოდი, დღედაღამ შვება არ მქონდა. საუკეთესო თვალის ექიმები მეუბნებოდნენ, არ განიკურნებაო. ღვთისა და მისი წმინდანის, ღირსი სერაფიმეს იმედიღა დამრჩა. საროვში ორი კვირა დავყავით. პირველი კვირა ტაძრიდან არ გამოვდიოდით.
წმინდა სერაფიმეს ლუსკუმასთან ვიყავი დამხობილი და ღირს მამას ქალიშვილის განკურნებას ვევედრებოდი, მაგრამ ჩვენს ლოცვას წმინდანი არ ისმენდა. შინ დაბრუნება გადავწყვიტე. ეტლი დავიქირავე, რომელიც მონასტრის სასტუმროსთან მელოდა. აუტანელი მწუხარებისგან გული მეფლითებოდა. იმავდრულად, ღვთისა და მამა სერაფიმეს შეწევნის იმედს არ ვკარგავდი. ვერას ხელი მოვკიდე და უკანასკნელად შევედით ტაძარში. შვილი წმინდა სერაფიმეს ლუსკუმასთან დავაჩოქე და აქვითინებულმა ვუთხარი: - ილოცე, მხურვალედ შესთხოვე წმინდა სერაფიმეს თვალის განკურნება. მისთვის ყველაფერი შესაძებელია ღვთის წინაშე-მეთქი. მეც სულშეძრული ვევედრებოდი წმინდანს, უნუგეშოდ არ გავეშვი. უეცრად ვერამ მთელი ტაძრის გასაგონად დაიყვირა: - დედა, ვხედავ, დედა, ვხედავო! ენით აუწერელი იყო ჩვენი სიხარული, ვმადლობდით ღმერთსა და მის წმინდანს, მამა სერაფიმეს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი