რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 4 2019, 03:25 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თელ-ავივიდან გზა აღმა მიდის იერუსალიმისაკენ და მთიდან ქალაქი თეთრად იყურება. ახალი და ძველი იერუსალიმი კირქვითაა ნაშენები. ძალიან ლამაზი და თბილი ქალაქია. მდებარეობაც საოცარი აქვს.
ძველი იერუსალიმი გალავნით არის გარშემორტყმული, დაახლოებით ორ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. დავით მეფსალმუნის დროინდელი სიმაგრე არ შემორჩენილა. შემონახულია მეორე ტაძრის (დარიოსის მეფობის დროს აგებული) დასავლეთის კედელი, რომელსაც გოდების კედელი ჰქვია და ებრაელებისთვის წმინდათაწმინდა ადგილია. ლამაზია ძველი იერუსალიმი თავისი ვიწრო ქუჩებით, მრავალენოვანი, მრავალრელიგიური მოსახლეობითა და მრავალფეროვანი მაღაზიებით. იერუსალიმს 7 კარიბჭე აქვს, 6 მოქმედია. "ლომების კარიბჭიდან" შევდივართ ძველ ქალაქში და პრეტორიუმიდან ანუ პილატეს სასახლიდან უფლის ვნების გზას, ჯვრის გზას ანუ ვია დოლოროსას ყოველ წითელ პარასკევს გავდივართ. "ლომების კარიბჭის" ახლოს, ძველი ქალაქის გარეთ გეთსიმანიაა, ბაღია, სადაც საიდუმლო სერობის შემდეგ მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა და ლოცულობდა: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მათე 26,39). გეთსიმანიის ბაღში მდგარი ბებერი ზეთისხილის ხეები შესაძლოა მოწმენი არიან იუდას ამბორისა და ებრაელთა მიერ იესო ქრისტეს შეპყრობისა. ჯვრის გზაზე 14 წმინდა ადგილია ანუ, როგორც ეძახიან, 14 გაჩერება. ვიწყებთ კაიაფას სახლით, სადაც იესოს მოუწყვეს სამსჯავრო და გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, "ჰნერწყვიდეს პირსა მისსა და ხურთითა სცემდეს თავსა მისსა და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს" (მათ. 26,67). განაჩენის აღსასრულებლად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა ძე ღვთისა მიიყვანეს პილატესთან, რომელიც ცხოვრობდა ჰეროდეს მიერ თეთრი მარმარილოთი აშენებულ მდიდრულ სასახლეში - პრეტორიუმში (მეორე გაჩერება). ამ სასახლის აივანზე გამოიყვანა პილატემ უფალი და ჰკითხა ბრბოს, ვისი გათავისუფლება სურდა: კაცისმკვლელი ბარაბასი თუ იესო ქრისტესი, რაზეც ებრაელებმა უპასუხეს, - ბარაბასიო და მოითხოვეს ქრისტეს ჯვარცმა. აქ იწყება უფლის ვნების გზა - ვია დოლოროსა. აბობოქრებული ბრბოს დასაშოშმინებლად პილატემ იესო გაშოლტა და რომაელ მხედარს გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ იგი. მათ წაიყვანეს მსჯავრდებული და თავს დაახვიეს მთელი რაზმი. გახადეს, შემოსეს ძოწეული მოსასხამი, დაწნეს ეკლის გვირგვინი და დაადგეს თავზე, მარჯვენა ხელში მისცეს ლერწამი. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო", აფურთხებდნენ, ლერწამს თავში ურტყამდნენ. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, შემოსეს თავისივე სამოსელი და აჰკიდეს ჯვარი. მესამეა ადგილი, სადაც ამდენი ტანჯვით დაუძლურებულმა მაცხოვარმა ვეღარ გაუძლო ჯვრის სიმძიმეს და დაეცა. მეოთხე ადგილზე - ქვის კედელზე ხელის ანაბეჭდია, სადაც ჯვრის სიმძიმით დაღლილი უფალი მიეყრდნო კედელს. მეხუთე - მაცხოვრის მეორედ დაეცემის ადგილია. მაშინ მხედრებმა დაიჭირეს პირველივე შემხვედრი იუდეველი, სიმონ კვირინელი, და აიძულეს, ჯვარი ეტარებინა. მეექვსე გაჩერება ის ადგილია, სადაც კეთილმორწმუნე ვერონიკამ ტილოთი შეუმშრალა სისხლით დასვრილი სახე უფალს და ასე გაჩნდა უფლის მეორე ხელთუქმნელი ხატი. ბოლო გაჩერება არის უფლის წამების ადგილი - გოლგოთა, გარდამოხსნის ქვა და უფლის საფლავი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი