რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 5 2019, 09:02 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული, ღმერთკაცის სისხლით დალტობილი წმინდათაწმინდა ადგილი, დასასრული გზისა, რომელიც ჩვენთვის განკაცებულმა და ნებსით ვნებულმა უფალმა გაიარა მიწაზე", - ვკითხულობთ პეტერე კონჭოშვილის წიგნში.
გოლგოთის ძირას არის ქვა, რომელზედაც "შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი იგი გვამი შენი", ქრისტე, "არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა და ახალსა საფლავსა დადვა". აქ დაიტირა მწუხარებით გულგანგმირულმა ღვთისმშობელმა თავისი საყვარელი ძე. გამოუთქმელია მორწმუნესათვის ის საღვთო წამი, როდესაც ქრისტიანი პირველად განიცდის ამ სულიერ ნუგეშსა და სიხარულს. ტკბილია და მადლმოსილი უფლის საფლავი, აქ განსაკუთრებით იგრძნობა სიახლოვე ზეცისა და ამაოება წუთისოფლისა. დეკანოზ პეტერე კონჭოშვილის გადმოცემით: "ადგილი ქრისტეს საფლავის ქვაბისა შეადგენს თითქმის ოთხ-კუთხიანს საჟენს (კვადრატს); მისი სიგრძე იმოდენია სივრცით, რამდენზედაც დაეტევა გაშლილი გვამი მიცვალებულისა; თავისუფალი ადგილი საფლავსა და ქვაბის კედელს შუა შეადგენს ერთსა და ნახევარსა ნაბიჯსა. კლდის სარეცელი, რომელზედაც განისვენებდა ყოვლად უხრწნელი გვამი იესო ქრისტესი, მდებარეობს მარჯვენა მხარეს შესავლიდან, იგი შემოსილია მარმარილოთი არა იმოდენ შვენებისათვის, რავდენათაც დასაფარავად თაყვანისმცემელთა კეთილმსახურის წადილისაგან, რომელნიც მოსტეხავდნენ საფლავისაგან ნაწილებსა სახსოვრად. გარშემო ქრისტეს საფლავის ქვაბისა ამოჭრით წარწერილია ტროპარი წმ. იოანნე დამასკელისა: "ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშვენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა ქრისტე, ღმერთი ჩვენი, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩვენისა აღდგომისა". მარმარილოს ფიცარი, რომელიც ჰფარავს წმიდა საფლავსა, გახერხილია შუაზედ ორად, თითის სიღრმეზედ; ორნაირად ჰხსნიან ამ გახერხილს: პირველად, რადგანაც სალადინ სულთანი მარმარილოს ეზიდებოდა აღდგომის ტაძრიდან მეჩეთისათვის, ამისათვის წმ. საფლავის მონაზონთა (ბერებმა) შიშის გამო, რომ სულთანმა არ წაართვას ეს წმ. საფლავის მარმარილოს ქვაც, გახერხეს იგი ნახევრად შუაზედ. მეორე მიზეზად ამბობენ, რომ ამ მარმარილოზედ იყო მიჭედილი ნაპირებზედ რკინის ლურსმებით, ტყვიით შედუღებული, ოქროს ფიცარი, რომელიც ჰფარავდა ქრისტეს საფლავსა ზევითის მხრიდამ. როდესაც გარემოადგა იერუსალიმსა ჯარითა სალადინი, მონაზონთა, შიშის ზარისაგან შეპყრობილთა, რათამცა ეს ოქროს ფიცარი, საფარებელი წმ. საფლავისა, არ ჩავარდნოდა ხელში ქალაქის დამპყრობელსა, ისწრაფეს აგლეჯა მისი მარმარილოსაგან, მაგრამ რადგანაც ვერ შესძლეს აგლეჯა ტყვიით შედუღებულის ლურსმებისა, მაშინ გახერხეს მარმარილო და ამ სახით მოაშორეს მარმარილოს ოქროს ფიცარი, და ამასთანავე მოამტვრივეს მარმარილოს ქვის ოთხი კუთხეცა. თაღიდამ ჩამოშვებულნი ლამპარნი ანათებენ ქრისტეს საფლავის სამლოცველოსა; მათგან 13 ლამპარი ეკუთვნის მართლ-მადიდებელთა, მათ შორის ქართველ მეფეთაგანაც იქმნება შეწირული, 13 ეკუთვნის რომის კათოლიკეთა, 13 სომეხთა და 4-ც კოპტებსა. თვითონ წმ. საფლავზედ ანთია დღე და ღამე განუქრობლად დაუშრეტელნი ლამპარნი: სამი, ესე იგი თვითოეულის ეროვნობისაგან, ბერძენთა, სომეხთა და ლათინთა, როდესაც წმ. ბჭენი დახშულ არიან, და ექვსი, როდესაც წმ. ბჭენი გაიღებიან ღვთის-მსახურებისათვის. ტაძარში ორი ბერძენი მონაზონი, ლამპართა აღმნთებელნი წმ. საფლავზედ, დანიშნულ არიან სულთანის ბრძანებით და იგინი უვლიან მორიგობით "კუვუკლიას" ანუ ქრისტეს საფლავის სამლოცველოსა. ქრისტე მაცხოვრის საფლავის სამლოცველო განიყოფება ორ განყოფილებად: პირველი შესავალშივე იწოდება სამხრედ ანგელოზისა, რომელიც ახარებდა სახარულევანსა ქრისტეს აღდგომასა მენელსაცხებლეთა დედათა. სამხრე წმ. ანგელოზისა შეადგენს სწორე ოთხ-კუთხიანს ოთახსა, რომლის თანასწორნი მხარენი ხუთ ადლამდის არიან. საშუალ ამისა სდგას მაღალი მარმარილოს ვაზა; ამ ვაზაში შთადებულია ნაწილი იმ ლოდისა, რომლითაც დაფარულ იყო შესავალი უფლის საფლავისა, და რომელიც შემდეგ აღდგომისა გადმოგორებულ იყო ანგელოზისაგან კარისა მისგან საფლავისა. წირვის დროს ეს ვაზა იხმარება ტრაპეზად, ხოლო შიგნით განყოფილებაში წმ. საფლავის საფარებელი მარმარილოს ქვა იხმარება სამკვეთლოდ. ვაზას თავზედ არიან დაკიდებულნი დაუშრეტელნი ლამპარნი, რიცხვით ათხუთმეტნი, რომელთაგანაც 5 ეკუთვნის ბერძენთა, 5 - ლათინთა, 4 - სომეხთა და 1 - კოპტებსა". "იერუსალიმში ადამიანი იმისთვის მიდის, რომ სულიერად გაძლიერდეს. სახარება იქ ყველგან ცოცხლდება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი