![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,924 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფერისცვალება
თაბორი "მაცხოვარმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, სადაც თავის ჯვარცმამდე ორმოცი დღით ადრე აიყვანა ყველაზე ერთგული მოწაფენი - პეტრე, იაკობ და იოანე. ეჩვენნენ მათ მოსე და ილია და ესაუბრებოდნენ იესოს. თაბორის მთა აღმართულია გალილეის ცენტრში. მართლმადიდებლური ტაძარი თაბორის მთაზე 1911 წელს აიგო ელენე დედოფლის მიერ აშენებული და შემდგომ უსჯულოთაგან დანგრეული ეკლესიის ადგილზე. მისი საკურთხეველი მდებარეობს იქ, სადაც მოხდა უფლის ფერისცვალება. ყოველი წლის 19 აგვისტოს ამ ტაძარს მადლმოსილი ღრუბელი ადგება, რაც მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და ძველი სტილის სისწორეს მოწმობს. სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა, ის ადგილი კათოლიკეების ხელშია. მაგრამ იმ ტაძრიდან წამოღებული ქვის ნაწილებით ცოტა ქვევით აშენებულია მცირე ზომის ტაძარი, სადაც რუმინელი დედები მსახურობენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 03:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი