რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 7 2019, 06:13 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმში ქართველთა ხშირი ჩასვლა, მათი ზრუნვა ჯვარსა და სხვა სავანეებზე, ძველ უფლებათა აღდგენაზე, ძველ ხელნაწერთა ბედზე საკმაოდ შესამჩნევი იყო. აღნიშნულის შესაბამისად ქართველებს იქ პატივს სცემდნენ, მათ ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ ზოგიერთი პრივილეგია, რითაც განსხვავდებოდნენ სხვა ქრისტიანთაგან.
ამაზე საგანგებოდ წერდნენ უცხოელი მოღვაწენი: ქართველები გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ აქლემებსა და ცხენებზე მსხდომნი, თავისუფლად, ბაჟის გადაუხდელად, შედიოდნენ იერუსალიმში. მაგრამ ქართველთა მდგომარეობა მალე გართულდა, ქართულ სავანეთა შენარჩუნება კიდევ უფრო გაძნელდა. მას შემდეგ, რაც პალესტინა თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს (1516 წ.), მათ ხელში აღმოჩნდა იერუსალიმი და მისი სანახები, ქრისტიანული ტაძრები მათი შემოსავლის წყაროდ იქცა. მათი დახმარებით ქართულ სავანეებს თანდათანობით დაეუფლნენ ბერძნები, რომლებიც ავიწროებდნენ ქართველებს. ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოდან დახმარება აკლდათ, დაკისრებული გადასახადის დაფარვა გაუძნელდათ, ვალი დაედოთ. ამის გამო ჩვენი ზოგიერთი ტაძარი კათოლიკეებმა ჩაიგდეს ხელში." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი