რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 12 2019, 08:12 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მამა დავით გარეჯელი რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა. როცა იერუსალიმი გამოჩნდა, წმინდა დავითი მიწაზე დაეცა და აცრემლებულმა უფალს შეჰღაღადა: ჩემი ცოდვების გამო არ ვარ ღირსი იმ ადგილის ხილვისა, სადაც წმინდა ფერხნი დადგი. ჩემთვის საკმარისია ის მადლი, რაც ამ ადგილთა ხილვით მივიღეო.
მერე თანამგზავრები იერუსალიმში გაგზავნა, თვითონ კი ფრიადი ვედრებისა და ცრემლთა ღვრის შემდეგ მიწიდან სამი ქვა აიღო იმ რწმენით, თითქოს მაცხოვრის საფლავიდან ყოფილიყო ჩამოკვეთილი, ჩაიდო აბგაში და დაადგა სამშობლოს გზას. იმ ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქს, ელიას და უთხრა: იერუსალიმამდე მოაღწია ჩემმა საკუთარმა მონამ დავითმა და თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი წაიღო. აბგაში კურთხევის ნიშნად აღებული სამი ქვა უდევს. ორი გამოართვი და ერთი დაუტოვე. უფლის სახელით უთხარი: "სათნო მიჩნდა, ორი ქვა დამებრუნებინა, იერუსალიმი მადლისგან სრულად რომ არ განძარცვულიყო, ხოლო მესამედი მადლისა მომინიჭებია და წაიღე შენს უდაბნოში". გაღვიძებულმა პატრიარქმა მაშინვე ხალხი დაადევნა მამა დავითს. გადასცეს პატრიარქის დანაბარები ღირს მამას, ჩამოართვეს ორი ქვა, იერუსალიმში მიიპატიჟეს, მაგრამ ვერ დაითანხმეს წმინდა ქალაქში შესულიყო. ასე ჩამოაბრძანა ღირსმა დავითმა მადლის ქვა - იერუსალიმის მადლის მესამედი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი