![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kent5 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 ![]() |
![]() -------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,338 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- "განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ!" - ამ სიტყვებში ზეციური იერუსალიმია ნაგულისხმები თუ მიწიერი?
- ეს ტროპარი აღდგომიდან ამაღლებამდე, 40 დღის განმავლობაში წარმოითქმის. კი, ჩვენ მივმართავთ ზეციურ იერუსალიმს სიტყვებით: "განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ!", მაგრამ აღდგომის შემდეგ ახალი იერუსალიმი შეიქმნა დედამიწაზე. აქ ლაპარაკია ახალ ეკლესიაზე, რომელსაც სათავე დაუდო თავად უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმით, რომლის გამოხატულება მაცხოვრის მიერ დაწყებული საღვთო ზიარებაა, როდესაც საშუალება გვეძლევა, ჩვენც გავხდეთ თანაზიარი მაცხოვრის პატიოსანი სისხლისა და უხრწნელი ხორცისა. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს დედაეკლესია, რომ მაცხოვრის აღდგომით განათლდა ახალი იერულიმი, მან ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ვიცით, რომ არსებობდა ძველი იერუსალიმი, რომელიც ათეული საუკუნეების მანძილზე ელოდა მაცხოვარს, მაგრამ ეს ხანა დასრულდა და ქვეყნიერებას უდიდესი სიხარული ეწვია: "დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა", ანუ ის, რასაც ელოდი, უკვე ხილულად გამოჩნდა - აქამდე უხილავი ღმერთი. "განცხრებოდე და იხარებდ, სიონ", - ნათქვამია ტროპარში. ბოლო სიტყვები ღვთისმშობლისადმი არის მიმართული: "და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა". ყველაზე მეტად აღდგომა ხომ ღვთისმშობლისთვის იყო უდიდესი სიხარულის მომგვრელი, რომელიც თავიდან ბოლომდე ესწრებოდა მაცხოვრის ჯავრცმასა და წამებას. ეს მიმართვა: "და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა", იმის მაუწყებელია, რომ ძე შენი აღდგა და გამოიხსნა კაცობრიობა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 09:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი