რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 15 2019, 01:06 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმის ეკლესიის ბოლო დროის წმინდანად შერაცხულ მამაზე, მღვდელმოწამე ფილუმენზეც უნდა მოგითხროთ. ქალაქ ნებლუსის ცენტრში, დიდი ტაძრის ქვეშ არის ცნობილი იაკობის ჭა, რომელზეც პრეტენზიას ებრაელებიც აცხადებენ. თუმცა მის გარშემო მღვიმის ტაძარია მოწყობილი და მართლმადიდებელთა ღვთისმსახურება აღევლინება.
იქ მდებარე ბერძნული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი ფილუმენი, რომელიც იმავე დროს წმინდა მიწაზე რამდენიმე ბერძნულ მონასტერსა და ტაძარს ხელმძღვანელობდა. იგი ცნობილი იყო დიდსულიერი ცხოვრებით და ტყუპისცალი გახლდათ არანაკლებ დიდსულიერი მამის, ელპიდესი, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა ათონზე დაასრულა. მთელი ცხოვრება მათ ღმერთს მიუძღვნეს და არაფერი გააჩნდათ ანაფორების გარდა. მამა ფილუმენი კეთილშობილი სულისა იყო. ხშირად სალოსობდა და თავს იფარავდა კაცთაგან. მან ამით მრავალი არაბი ეშმაკეული განკურნა. ერთი კვირით ადრე იაკობის ჭის მონასტერში ფანატიკოსები მოვიდნენ და მოითხოვეს ჯვრებისა და ხატების აღება - ეს ადგილი ებრაელთა სიწმინდეაო. ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ბოლოს დატოვეს იქაურობა. 16/29 ნოემბერს, 1979 წელს, კოკისპირული წვიმის დროს ისინი შეიჭრნენ მონასტერში. შემოსილი მამა ფილუმენი მწუხრისთვის ემზადებოდა, თანაც იმ დღეს მისი მფარველი ანგელოზის, წმინდა ფილუმენის ხსენება იყო. მას ქრისტეს უარყოფას აიძულებნენ, ამას მოწმობს მარჯვენა ხელზე წაჭრილი სამი თითი, რომლითაც ის ჯვარს ისახავდა. სახე დაუჩეხეს, შებილწეს იქაურობა, მაგრამ ამისთვის არავინ დაუჭერიათ. პატრიარქმა მოითხოვა, გადაეცათ გარდაცვლილის სხეული, რომელსაც ხუთი დღე სამედიცინო ექსპერტიზას უტარებდნენ. დაკრძალვისას მამა ფილუმენს დაჩეხილი სახე უბრწყინავდა. 1983 წლის 17/30 ნოემბერს მამა ფილუმენის საფლავი გახსნეს. იქიდან კეთილსურნელება ამოვარდა, სხეული გაუხრწნელი იყო, რაც მთავარია, დაჩეხილი სახე შეხორცებოდა და წვერიც კი გაზრდოდა მიცვალებულს (!). 2009 წლის 11 სექტემბერს მოხდა ღირსი ფილუმენის კანონიზება და მას მღვდელმოწამე ეწოდა. ამბობენ, როცა წმინდა ფილუმენს აწამებდნენ, ეს რაღაცნაირად იგრძნო და იხილა მისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულმა ტყუპისცალმა მამა ელპიდემ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი